თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 31 ოქტომბერს

54
(განახლებულია 14:57 29.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს თბილი ამინდი ელოდებათ – სინოპტიკოსები პლუს 23 გრადუსს პროგნოზირებენ.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 31 ოქტომბერს ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 07:32 საათზე ამოვა და 17:56 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 12, დღისით მაქსიმალური კი პლუს 23 გრადუსია ნავარაუდევი. ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

54
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (568)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 ნოემბერს

8
(განახლებულია 11:13 25.11.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს მზიანი ამინდი ელოდებათ, ჰაერი პლუს 9 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 27 ნოემბერს  თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

მზე 08:04 საათზე ამოვა და 17:32 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 3, დღისით მაქსიმალური კი პლუს 9 გრადუსი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.

 

8
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (568)
თბილისის მერია

თბილისში უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი განხორციელდება

14
(განახლებულია 11:38 25.11.2020)
თბილისის მერის  განცხადებით, დღეიდანვე უნდა დაიწყოს უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში კი მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქში, როდესაც მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება უკანონოდ ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის დატაცებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მან  მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, დღეიდანვე დაიწყოს მოქმედება.

„ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. თუ ასე არ მოხდება, შეგიძლიათ, თქვენ გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონო ქმედება. იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ეს მიწების სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, მიიტაცოს.

14
თემები:
თბილისი დღეს
პაატა იმნაძე

იმნაძე: რეალურად COVID-19–ის 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად

0
(განახლებულია 11:56 25.11.2020)
კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს არ ასახავს, მიიჩნევს ეპიდემიოლოგი

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სინამდვილეში, საქართველოში ერთ დღეში კორონავირუსით ათი ათასამდე მოქალაქე ინფიცირდება და არა სამი–ოთხი ათასი, როგორც ეს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2"–ის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

„ჩვენი გათვლებით, ახლა 10 ათასამდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა, უბრალოდ, ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები, ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან, რომ გაიტესტონ, ან სისტემაში მოხვდნენ", – განაცხადა იმნაძემ.

ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ მთავრობის დამოკიდებულება არ უნდა იყოს ასეთი ლიბერალური, შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ამას ყველაფერს მე ზაფხულშიც ვამბობდი,რომ ეს მოხდებოდა. შეახსენეთ მოსახლეობას, რომ მე ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვიყავი გაზაფხულზეც, ზაფხულშიც და ახლაც. ალბათ საჭირო იყო მეტი შეზღუდვები", – განაცხადა იმნაძემ.

სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა გაგებით შეხვდებოდა ამ პრობლემას და გაითავისებდა, დაუჯერებდა სპეციალისტებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, აღნიშნა მან.

„დიახ, მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო, გეთანხმებით", – განაცხადა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველა დიდი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში, აქციაზე, რესტორანში ან სადმე სხვაგან, შეიძლება ინფექციის მასშტაბური გავრცელების წყარო გახდეს.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 114 889 ადამიანი, გარდაიცვალა 1 085.

„ეს იყო შეცდომა" – ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკაზე>>

სექტემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქვეყანაში საკურორტო სეზონი დამთავრდა, ქვეყანაში ინფიცირების ბუმი მოხდა – ახალი შემთხვევების დღიური ზრდა ბოლო დროს უკვე 3–4 ათასია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში