კახა კალაძე

თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა გრძელდება: კუს ტბა და მთაწმინდა გამწვანდება

29
(განახლებულია 19:37 15.10.2020)
როგორც დედაქალაქის მერმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე აღარ განხორციელდება.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქში ტყეების მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა და მომდევნო წლებში განხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც 700 ჰა ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ურბანული ტყის შექმნის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე, რომელიც მთაწმინდაზე გაიმართა.

ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო>>

დღეს თბილისის ურბანული ტყის აღდგენის პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. კახა კალაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დაფინანსებით მიმდინარე თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ტერიტორია, სადაც გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ასევე მოხდება მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახეული საფარის განაშენიანება და რეაბილიტაცია.

ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა და დღეს მსგავსი რამ აღარ მოხდება.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაში, მოწესრიგებაში. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და, ვფიქრობ, ქალაქში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მშენებლობები არა პარკების, სკვერების, სპორტული მოედნების ხარჯზე, არამედ ურბანული თვალსაზრისით სწორად უნდა განხორციელდეს.

29
თემები:
თბილისი დღეს (1788)
ახალი ავტობუსების პრეზენტაცია

თბილისში ახალი სატრანზიტო საავტობუსე და საუბნო მარშრუტები ამუშავდა

44
დედაქალაქში ოთხ ახალ სატრანზიტო მარშრუტზე ავტობუსები ივლიან, გარდა ამისა დაინიშნა ექვსი ახალი საუბნო მარშრუტი

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში დღეიდან ავტობუსების და მიკროავტობუსების ახალი ქსელი ამოქმედდა.

დედაქალაქში პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ, დღეს მოსახლეობასთან ერთად ახალი მარშრუტებით იმგზავრა.

თბილისში შემდეგი ახალი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტები გაიხსნა:

  • N301 - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • N 332 - ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.
  • N 385 - ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით.
  • N 334 - წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

გარდა ამისა, თბილისში დაინიშნა ახალი საუბნო მარშრუტები, რომლებზეც ახალი მიკროავტობუსები ივლიან:

  • N 401 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით.
  • N 402 - ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • N 404 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით.
  • N 405 - ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • N 447 - აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • N 466 - შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.
„სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები; საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მერიამ ჩვენი მოსახლობისთვის ახლახან შეიძინა“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.

ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინიმუმ 3 წუთი, მაქსიმუმ15წუთი), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო, აცხადებენ მერიაში.

ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე; ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.

ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; მომავალი წლის პირელ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება, აცხადებენ მერიაში.

44
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
თელასი

თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 ოქტომბერს

59
(განახლებულია 23:51 23.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

59
თემები:
თბილისი დღეს (1788)
ნინო ნადირაძე

„3 თაობა“- ნინო ნადირაძე დედამთილთან და ქალიშვილთან ერთად პოზირებს - ოჯახური პორტრეტი

0
ცნობილმა ტელესახემ გუგა კუზანოვის დედასთან და ბაია კუზანოვთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო გამოაქვეყნა. „3 თაობა“ - წერს ნინო ნადირაძე. ოჯახური იდილია ერთ სურათზე...

ბაია კუზანოვის დაოჯახებისა და დედობის შემდეგ, კუზანოვი-ნადირაძეების ოჯახი განსაკუთრებულად გაერთიანდა. პატარა შვილიშვილს ყველა ერთად უვლის, რადგან ბაია სწავლასა და შვილის მოვლის პარალელურად ქირურგ მამასთან და ბაბუასთან ერთად ოპერაციებს ესწრება. როგორც ნინოს გვერდიდან ირკვევა, უკვე თავადაც არის ოპერაციების გაკეთებაში აქტიურად ჩართული.

View this post on Instagram

ოჯახური პორტრეტი ინტერიერში❤

A post shared by nino (@ninonadiradze) on

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. მათი ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. ექიმების ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის. ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი.

ნინო ნადირაძემ მორიგი ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც გუგა კუზანოვის დედამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ნინოს გვერდით გუგა კუზანოვის დედა ზის. რამდენიმე თვის წინ ნინომ მშვენიერი დედის სურათიც გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა: „ჩემი ყველაზე მკაცრი ცენზორი“. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, ნინოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი და კრიტიკოსიც მისი დედაა. დედამთილთან კი, წლების მანძილზე თბილი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

View this post on Instagram

ჩემი ბრილიანტები🥰🥰🥰

A post shared by nino (@ninonadiradze) on

„3 თაობა“- ასე დაასათაურა ნინომ უახლესი სურათი, რომელზეც კარდიოლოგი, მისი დედამთილი და მომავალი პლასტიკური ქირურგი და ახალბედა დედა არიან გამოსახულნი. გოგონები საღამოს იდილიით ტკბებიან და ერთმანეთს დღის მიმდინარე მოვლენებს უზიარებენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება