ქართველი მორაგბეები ვარჯიშზე

დიდი სპორტი პატარებისთვის: თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო

49
(განახლებულია 20:24 14.10.2020)
ახლა უკვე რაგბის თამაშს პატარებს საბავშვო ბაღიდან მიაჩვევენ და, როგორც ჩანს, რაგბის ნაკრებისთვის ღირსეული ცვლა გაიზრდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის №156 საბავშვო ბაღის ეზოში რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო, ნათქვამია დედაქალაქის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

პროექტი სააგენტომ განახორციელა. მის გახსნას უწყების ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო.

„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156 ბაღში – საქართველოს მასშტაბით პირველად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო. ეს პროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიტანს მეთოდოლოგიაშიც, რადგან ჩვენ დავგეგმეთ პერსონალის გადამზადება სპორტის ამ სახეობის წესების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი ცოდნით წარმართონ სპორტული აქტივობები ბაღში და ბავშვებს რაგბი შეაყვარონ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური პროექტი სხვა ბაღებშიც განვახორციელოთ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

იდეის ავტორია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ისნის რაიონიდან, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე. მინი-სტადიონის გახსნას ისიც ესწრებოდა. მან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს რაგბის ბურთები გადასცა.

49
თემები:
თბილისი დღეს (1915)
აბანოთუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 მარტს

41
(განახლებულია 10:41 03.03.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 5 მარტს მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირევბენ.

მზე 07:30 საათზე ამოვა და 18:55 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2, დღისით მაქსიმალური კი პლუს 11 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი მოსალოდნელი არ არის.

41
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში

კარვების ქალაქი საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსთაველზე - ვიდეო

66
პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა 20-მდე კარავი გაშალეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობს რამდენიმედღიანი აქცია ქვეყის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან

გაერთიანებულმა ოპოზიციამ რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა საპროტესტო აქცია. ქალაქის ცენტრში უკვე გაიმართა მსვლელობები და დემონსტრაციები, 2 მარტიდან ოპოზიციის აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველზე 20-მდე კარავია გაშლილი. გზის სავალი ნაწილი თავისუფალია, ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

მომდევნო დიდი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 5 მარტს იგეგმება, ხოლო 9 მარტს - შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. 11 მარტს აქცია გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 13 მარტს კი - მსვლელობა რუსთაველზე და დიდი აქცია პარლამენტთან. ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის სასახლეში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით შეხვედრა გამართეს. ორი კვირის განმავლობაში ევროკავშირი საქართველოსგან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში პროგრესს მოელის.

 

66
კალაუბანი

Freedom House–ის ანგარიში: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორისაა

0
(განახლებულია 17:25 03.03.2021)
ანგარიში  მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2021 წლის რეიტინგში საქართველო ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, თუმცა, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა.

ამჯერად საქართველომ 60 ქულა მიიღო სისტემით, რომელშიც 100 ქულა ყველაზე კარგი შედეგია – შედარებისთვის ქვეყანას 2017 და 2018 წლების ანგარიშში  64 ქულა ჰქონდა, 2019-ში 63 და 2020 წელს 61. 

Freedom House-ი ქვეყნის თავისუფლებას ორი კრიტერიუმით აფასებს, ესენია პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს კი 60 – საქართველომ აღნიშნულ კრიტრიუმებში 23 და 37 ქულები მიიღო.
აღნიშნული კვლევა 195 ქვეყანას და 14 ტერიტორიულ წარმონაქმს, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო კონკურენტულ არჩევნებს ატარებს და მას დემოკრატიის ტრაექტორიის გაუმჯობესების ნიშნები განსაკუთრებით 2012-2013 წლებში ჰქონდა, რაც მთავრობის შეცვლას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო წლებია უკუსვლას განიცდის. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში პრობლემად რჩება კორუფციაც. 

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე ზრუნავს მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.

Freedom House 1941 წელს დაარსდა.

0