ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო

© Sputnik, Levan Avlabreliთამარის ხიდი ბოტანიკურ ბაღში
თამარის ხიდი ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 10 მილიონი ლარი შეადგინა და ის  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო, იუწყება დედაქალაქის მერია.

ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება

პროექტის განხორცილება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მარშრუტის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან; ლანდშაფტის სრული დაცვით მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედო გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის მშენებლობა, რომელიც მალე მოემსახურება ვიზიტორებს.

პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 10 მილიონი ლარი შეადგინა და ის  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

ახალი სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებთან ერთად პირველ საცდელ ველოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა.

შემოდგომის ფერები თბილისის ბოტანიკურ ბაღში - ფოტო>>

კახა კალაძის განცხადებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კიდევ ერთი საჩუქარი მუნიციპალიტეტისთვის.

„წავკისისწყლის ხეობის დაახლოებით სამკილომეტრიანი მონაკვეთი რეაბილიტირდა. მოეწყო სასეირნო ბილიკი, ველობილიკი და ველომოყვარულთათვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა. ეს, რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღს მისცემს შესაძლებლობას, რომ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს, ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ისარგებლოს ამ პროექტით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით,  წლების წინ აქ უბრალოდ გავლაც კი შეუძლებელი იყო. სავსე იყო ძველი საბურავებით და სამშენებლო მასალით.

თბილისს ბოტანიკური ცენტრი შეემატება>>

„დღეს გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სივრცე ქალაქში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, დაისვენონ და განიტვირთონ. კიდევ ერთხელ მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის მდიდარი კოლექციები

ყველა ახალი ამბავი
0