საბავშვო ბაღში

ხვალ ვერ გავიხსნებით: თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღი განცხადებას ავრცელებს

148
(განახლებულია 14:12 11.10.2020)
საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ბაღების გახსნა 12 ოქტომბრამდე გადადო

თბილისი, 11 ოქტომბერი - sputnik. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღი 12 ოქტომბერს აღსაზრდელებს არ მიიღებს, რის თაობაზეც სკოლამდელი დაწესებულებები სოციალურ ქსელში წერენ.

კერძოდ, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, მეორე თანამშრომლის შვილი კი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ბაღის გახსნა მათი ტესტის პასუხამდე არ იგეგმება.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს თბილისის 34-ე საბავშვო ბაგა-ბაღიც, რომლის თანამშრომელიც ასევე კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.

გარდა ამისა, სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი გადაიდო თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.

ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განცხადება არ გაკეთებულა.

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო, ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო.

148
თემები:
COVID-19 საქართველოში (2238)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 31 ოქტომბერს

23
(განახლებულია 14:57 29.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს თბილი ამინდი ელოდებათ – სინოპტიკოსები პლუს 23 გრადუსს პროგნოზირებენ.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 31 ოქტომბერს ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 07:32 საათზე ამოვა და 17:56 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 12, დღისით მაქსიმალური კი პლუს 23 გრადუსია ნავარაუდევი. ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

23
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
 თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 29 ოქტომბერს

42
(განახლებულია 13:54 29.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერონისის, ჟღენტის, ზედამზის, ლაითურის და მაჩხაანის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

42
თემები:
თბილისი დღეს
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 30 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:28 28.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 30 ოქტომბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, თითოეული ნაბიჯის მოზომილად და გააზრებულად გადადგმა, სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური კავშირების გამტკიცება, ახლობლებთან ურთიერთობების მოგვარება, კარიერული და ბიზნეს–საქმიანობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, ზედმეტი საქმეებისა და სხვისი პრობლემებისთვის თავის არიდება.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებსა და საქმეებზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0