„თბილისი ცენტრალი“

„შოპინგები“ გადაიდო: „თბილისი ცენტრალი" რამდენიმე დღით დაიკეტა

131
(განახლებულია 19:59 09.10.2020)
ბოლო პერიოდში საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება. ყოველდღიურად ინფიცირების დაახლოებით 500 შემთხვევა ვლინდება

თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ რამდენიმე დღით დაიკეტა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის დაკეტვის მიზეზი  სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაა. კერძოდ, 12 ოქტომბრის 09:00 საათამდე ცენტრის ყველა  ობიექტი დაიხურება, გარდა რკინიგზის სალაროებისა. აგრეთვე დროებით შეჩერდება  ვაჭრობა და ყველა სხვა სახის  სამუშაო.

რამდნიმე დღის წინ კორონავირუსი თბილისის „ოქროს ბირჟის“ რამდენიმე თანამშრომელს დაუდგინდა.  ე.წ. ოქროს ბირჟამ, რომელიც სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალშია“ განთავსებული, მუშაობა ორი კვირით შეაჩერა.

ბოლო პერიოდში საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება. ყოველდღიურად ინფიცირების დაახლოებით 500 შემთხვევა ვლინდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, გარდაიცვალა 72.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.



 

 

131
თემები:
COVID-19 საქართველოში (2228)
თბილისის მერია

მერიამ „ნაცმოძრაობის“ განაცხადი ცნობად მიიღო

52
(განახლებულია 21:44 28.10.2020)
თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ  31 ოქტომბერს აქციის გამართვის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა ცნობად მიიღეს

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. მერია არ გასცემს არც ნებართვას და არც კრძალავს, მხოლოდ იღებს ინფორმაციას და ნებისმიერ ღონისძიებასთან დაკავშირებით შესულ წერილს იღებენ ცნობად, განუცხადეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს“ დედაქალაქის მერიაში.

ტელეკომპანიას მერიიდან მიაწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვის ასლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის 31 ოქტომბერს, შაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს მშვიდობიან საჯარო შეკრებას, რაც, მონაწილეთა შესაძლო მნიშვნელოვანი რაოდენობის ზრდის გამო, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხება-შეჩერებას.

„გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ორგანიზატორების მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის პირბადეებით უზრუნველყოფა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება“, – აღნიშნულია პარტიის მიმართვაში.

აქციის ჩატარების დროდ მითითებულია 31 ოქტომბრის 12:00-დან 24:00 საათამდე პერიოდი.

როგორც მანამდე  ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, ეს იქნება „გამარჯვების აქცია“ და მმართველმა პარტიამ „მორჩილად უნდა მიიღოს ქართველი ხალხის ვერდიქტი“.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება. ეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. პარლამენტში აირჩევენ 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით და 30-ს - მაჟორიტარულით.

52
თემები:
თბილისის მერია
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 30 ოქტომბერს

21
(განახლებულია 15:41 28.10.2020)
პარასკევს დედაქალაქში თბილი, მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში პარასკევს, 30 ოქტომბერს უპირატესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 9 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:31 საათზე ამოვა და 17:57 საათზე ჩავა.

21
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ევროსაბჭო

საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება

0
(განახლებულია 08:30 29.10.2020)
31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები ჩამოვლენ, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიამ გაართულა. ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა გადაწყვიტა საქართველოში არჩევნების დღისთვის არ გამოგზავნოს 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი.  დამკვირვებლებს არ აგზავნის ევროპარლამენტიც. 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია, დეპუტატ  ტინი კოკსის (ნიდერლანდები)  ხელმძღვანელობით, საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და 1 ნოემბრამდე  საპარლამენტო არჩევნებს  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დროს იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვენეციის კომისიი წარმომადგენელი – ევროპის საბჭოს სამართლებრივ საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი.

ბოლო მონაცემებით არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია დარეგისტრირებული.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020