ღვინის ფესტივალი გურჯაანში

„გაუსინჯე თბილისს გემო“: დედაქალაქში Street Food Market გაიმართება

29
(განახლებულია 19:49 08.10.2020)
ღონისძიების სტუმრებს ბაზრობაზე მრავალი ახალი და საინტერესო გემო ელოდება. აქ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, ღვინისა თუ ლუდის დაგემოვნება.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. გემრიელი საკვების მოყვარულებს ნამდვილი გასტრონომიული დღესასწაული ელოდება – თბილისში 10–11 ოქტომბერს ბაზრობა Street Food Market გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება მუშტაიდის პარკში გაიმართება. ორდღიანი ბაზრობის ორგანიზატორი, ტრადიციულად, თბილისის მერიასთან არსებული ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურია.

ღონისძიების სტუმრებს მრავალ ახალ და საინტერესო გემოს ჰპირდებიან. აქ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის, ლუდისა და ბევრი სხვა რამის დაგემოვნება. სტუმრების განწყობის ამაღლებაზე მუსიკალური პროგრამა იზრუნებს.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, Street Food Market-ზე, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, აუცილებლად დაიცავენ შესაბამის რეკომენდაციებს.

29
თემები:
თბილისი დღეს (1784)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 24 ოქტომბერს

26
(განახლებულია 14:56 22.10.2020)
შაბათს დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 24 ოქტომბერს უპირატესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 11 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:23 საათზე ამოვა და 18:05 საათზე ჩავა.

 

26
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
 MAN –ის ავტობუსი

თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოჩნდება

51
(განახლებულია 18:08 21.10.2020)
ამჟამად თბილისში 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. აქედან 183 ახალია, MAN-ის მარკის. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო ავტოპარკი ახალი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით შეივსება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, მალე გამოჩნდება ახალი მიკროავტობუსები, რომლებიც მოსახლეობისთვის ქალაქის ნებისმიერ წერტილში გადაადგილებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„ამ დღეებში პრეზენტაციას გავმართავთ, თუ რომელი ნომრით და რომელი მიმართულებებით იმოძრავებენ ავტობუსები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს კომფორტი შევუქმნათ“, – განაცხადა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაცია პარასკევს, 23 ოქტომბერს გაიმართება.

ამჟამად თბილისში 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. აქედან 183 ახალია, MAN-ის მარკის. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

ამჟამად თბილისელებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება.

51
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

0
(განახლებულია 18:54 22.10.2020)
მუზეუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და პირველი ორი თვე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც  კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.

მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.

ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც  იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა