კახა კალაძე

კალაძე: ყოფილ იპოდრომთან საჩოგბურთო კორტები აღდგება

46
(განახლებულია 16:36 07.10.2020)
საჩოგბურთო კორტების ტერიტორია ამჟამად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მანამდე კი კერძო საკუთრება იყო. ტერიტორია მერიამ მოლაპარაკებების შედეგად დაიბრუნა.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ მერია საჩოგბურთო კორტების აღსადგენად აუქციონს აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია: ორ წელიწადში თბილისს გამწვანების უმაღლესი ზონა ექნება>>

საჩოგბურთო კორტების ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო და იქ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმებოდა, თბილისის მერიამ მოლაპარაკებების მეშვეობით, ადგილმონაცვლეობის შედეგად დაიბრუნა. ეს ტერიტორია ამჟამად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

მერიის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს 2 მლნ ლარის ინვესტიცია 7 174 კვადრატულ მეტრ ფართობზე და 2 წლის ვადაში უნდა მოაწყოს ოთხი ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი საცურაო აუზი (ღია ან დახურული ტიპის) და ერთი სავარჯიშო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის საწყისი თანხა შეადგენს 5 775 ათას ლარს, განაცხადა კალაძემ.

მერის განცხადებით, ყოფილ საჩოგბურთო კორტებს თავისი ფუნქცია დაუბრუნდება.

კალაძემ აღნიშნა, რომ კორტების აღდგენა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ იქნება დაინტერესება ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, რათა აუქციონი წარმატებით დასრულდეს და შემდეგ განხორციელდეს, როგორც მერმა უწოდა, „აღდგენითი სამუშაოები".

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური პარკი მოეწყობა. პარკის ტერიტორია 36 ჰექტარს დაიკავებს და გახდება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა. 

აღნიშნული ტერიტორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს.

ბიძინა ივანიშვილმა თბილისს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გადასცა>>

კალაძის განცხადებით, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის განხორციელება 19 ოქტომბერს დაიწყება. 

პროექტის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

46
თემები:
თბილისი დღეს (1792)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 31 ოქტომბერს

23
(განახლებულია 14:57 29.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს თბილი ამინდი ელოდებათ – სინოპტიკოსები პლუს 23 გრადუსს პროგნოზირებენ.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 31 ოქტომბერს ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 07:32 საათზე ამოვა და 17:56 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 12, დღისით მაქსიმალური კი პლუს 23 გრადუსია ნავარაუდევი. ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

23
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
 თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 29 ოქტომბერს

41
(განახლებულია 13:54 29.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერონისის, ჟღენტის, ზედამზის, ლაითურის და მაჩხაანის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

41
თემები:
თბილისი დღეს (1792)
სიტუაცია ნიცაში თავდასხმის შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

0
პრეზიდენტმა დაგმო სიძულვილით ჩადენილი თავდასხმა და განაცხადა, რომ ლოცულობს დაშავებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის“, – დაწერა ზურაბიშვილმა თავის Twitter-ში.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი