თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 7 ოქტომბერს

78
(განახლებულია 11:19 05.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსს მიაღწევს

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს თბილისში მოსალოდნელია მზიანი, უნალექო ამინდი.

მზე 07:04 საათზე ამოვა და 18:31 საათზე ჩავა.

მინიმალური ტემპერატურა ღამით +10 გრადუსი, ხოლო დღისით +19 გრადუსი იქნება. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

78
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (537)
შემოდგომა თბილისში

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს

17
(განახლებულია 10:25 20.10.2020)
შემოდგომა თანდათანობით ფეხს იკიდებს, დედაქალაქში ტემპერატურა ნელ–ნელა ეცემა. სინოპტიკოსები ხუთშაბათს უნალექო ამინდს გვპირდებიან

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს ნაწილობრივ მოღრუბლული და უპირატესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 20 გრადუსამდე დათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:21 საათზე ამოვა და 18:08 საათზე ჩავა.

17
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (537)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 20 ოქტომბერს

28
(განახლებულია 18:07 19.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩოს და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გელოვანის, გოძიაშვილის, იასამნის და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

28
თემები:
თბილისი დღეს
პოლიციელი თბილისის მეტროში მოქალაქეებს პირბადის ტარებაზე ამოწმებს

რა ელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას შეიძლება აიკრძალოს, მაგრამ არა ყველგან

0
(განახლებულია 13:16 20.10.2020)
ერთხელ უკვე იყო, როდესაც ქვეყანაში მთელი ტრანსპორტი გაჩერდა, მათ შორის, კერძო ავტომობილები, მაგრამ ახლა ასეთ ზომებს მიიღებენ იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვას არ გამორიცხავს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მეზვრიშვილმა განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვანი იქნება და დაწესდება იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება.

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად, უკვე რამდენიმე დღეა, ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1194 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში