პარკინგი

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაკის რაიონშიც ამოქმედდება: რომელ ქუჩებს მოიცავს ახალი მოდელი

106
(განახლებულია 17:23 30.09.2020)
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების გამო პეკინის გამზირზე მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული, შემდეგ კი მათ ვაკის რაიონში გადაიტანენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით.

კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც დაიწყება, კერძოდ, ეს იქნება აბაშიძის, ფალიაშვილისა და მათი მკვეთი ქუჩები.

„20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის“, – განაცხადა მერმა.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონის მოსახლეობას, 10 ოქტომბრის შემდეგ ისინი ავტომობილების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებ-გვერდზე შეძლებენ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.  

ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, პირველ რიგში უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. 

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებ-გვერდით www.tp.ge, მობილური აპლიკაციით - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატებით (Pay Box).

საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან ამოქმედდა და პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები (ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩები გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე ყაზბეგის გამზირი – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირი (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე) მოიცვა.

106
თემები:
თბილისის მერია (266)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 ოქტომბერს

35
(განახლებულია 19:16 25.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

35
თემები:
თბილისი დღეს

საბადურის საოცარი ტყე: საქართველოს ცოცხალი ზღაპარი - ფოტო

116
  • საბადურის ტყეში ყოფნა ზღაპარში მოხვედრას გავს
  • ეს ადგილი თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზე მდებარეობს
  • თუ წახვალთ ცხვარიჭამიისა და სიონის წყალსაცავის მიმართულებით, სწორედ ამ ტყეს გაივლით
  • საბადურის ტყე მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზი ტყეების სიაში შედის
  • განსაკუთრებული სილამაზე აქ შემოდგომაზეა, როდესაც გარშემო ყველაფერი ჟოლოსფერ-ცეცხლოვანია
  • საბადურის ტყეს ამ პერიოდში უამრავი ადამიანი სტუმრობს და ფოტოსესიებს აწყობს
  • ადგილობრივები კი განებივრებულები არიან ამ სილამაზით
  • ზამთარში ტყე არანაკლებ ლამაზია, თოვლის დროს მას ასევე უამრავი ადამიანი სტუმრობს
  • საბადურის ტყის პოპულარობა უყურადღებოდ არ დარჩენია ქვეყნის ხელისუფლებასაც - აქ ახლა განთავსებულია საინფორმაციო დაფები, მოწყობილია ბილიკები და ადგილები კარვების გასაშლელად და პიკნიკების მოსაწყობად
  • თუ აქ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ - ღირს ეს დაუყოვნებლივ გამოასწოროთ!
  • რადგან შემოდგომის მზიანი და თბილი ამინდები საქართველოში დიდხანს არ გაგრძელდება
  • თუმცა ასეთ ზღაპრულ გარემოშიც კი რთულია რეალობისათვის თავის არიდება. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რასაც აქაც შეგვახსენებენ
საბადურის თვალწარმტაც ტყეში გადის გზა, რომელიც სიონის წყალსაცავისკენ მიდის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ამ საოცარი ადგილის სურათები

საბადურის ტყე ჯადოსნური ადგილია, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს, ვინც მას ნახულობს. განსაკუთრებული სილამაზე აქ შემოდგომაზე და ზამთარშია. ტყე თბილისის ეროვნული პარკის ნაწილია და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ტყეების 20-ეულში შედის.

საბადურის ტყე თბილისიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს მცხეთა მთიანეთის რაიონში, ზღვის დონიდან 600-1700 მეტრის სიმაღლეზე.

116
  • საბადურის ტყეში ყოფნა ზღაპარში მოხვედრას გავს
    © Sputnik / STRINGER

    საბადურის ტყეში ყოფნა ზღაპარში მოხვედრას გავს

  • ეს ადგილი თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზე მდებარეობს
    © Sputnik / STRINGER

    ეს ადგილი თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზე მდებარეობს

  • თუ წახვალთ ცხვარიჭამიისა და სიონის წყალსაცავის მიმართულებით, სწორედ ამ ტყეს გაივლით
    © Sputnik / STRINGER

    თუ წახვალთ ცხვარიჭამიისა და სიონის წყალსაცავის მიმართულებით, სწორედ ამ ტყეს გაივლით

  • საბადურის ტყე მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზი ტყეების სიაში შედის
    © Sputnik / STRINGER

    საბადურის ტყე მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზი ტყეების სიაში შედის

  • განსაკუთრებული სილამაზე აქ შემოდგომაზეა, როდესაც გარშემო ყველაფერი ჟოლოსფერ-ცეცხლოვანია
    © Sputnik / STRINGER

    განსაკუთრებული სილამაზე აქ შემოდგომაზეა, როდესაც გარშემო ყველაფერი ჟოლოსფერ-ცეცხლოვანია

  • საბადურის ტყეს ამ პერიოდში უამრავი ადამიანი სტუმრობს და ფოტოსესიებს აწყობს
    © Sputnik / STRINGER

    საბადურის ტყეს ამ პერიოდში უამრავი ადამიანი სტუმრობს და ფოტოსესიებს აწყობს

  • ადგილობრივები კი განებივრებულები არიან ამ სილამაზით
    © Sputnik / STRINGER

    ადგილობრივები კი განებივრებულები არიან ამ სილამაზით

  • ზამთარში ტყე არანაკლებ ლამაზია, თოვლის დროს მას ასევე უამრავი ადამიანი სტუმრობს
    © Sputnik / STRINGER

    ზამთარში ტყე არანაკლებ ლამაზია, თოვლის დროს მას ასევე უამრავი ადამიანი სტუმრობს

  • საბადურის ტყის პოპულარობა უყურადღებოდ არ დარჩენია ქვეყნის ხელისუფლებასაც - აქ ახლა განთავსებულია საინფორმაციო დაფები, მოწყობილია ბილიკები და ადგილები კარვების გასაშლელად და პიკნიკების მოსაწყობად
    © Sputnik / STRINGER

    საბადურის ტყის პოპულარობა უყურადღებოდ არ დარჩენია ქვეყნის ხელისუფლებასაც - აქ ახლა განთავსებულია საინფორმაციო დაფები, მოწყობილია ბილიკები და ადგილები კარვების გასაშლელად და პიკნიკების მოსაწყობად

  • თუ აქ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ - ღირს ეს დაუყოვნებლივ გამოასწოროთ!
    © Sputnik / STRINGER

    თუ აქ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ - ღირს ეს დაუყოვნებლივ გამოასწოროთ!

  • რადგან შემოდგომის მზიანი და თბილი ამინდები საქართველოში დიდხანს არ გაგრძელდება
    © Sputnik / STRINGER

    რადგან შემოდგომის მზიანი და თბილი ამინდები საქართველოში დიდხანს არ გაგრძელდება

  • თუმცა ასეთ ზღაპრულ გარემოშიც კი რთულია რეალობისათვის თავის არიდება. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რასაც აქაც შეგვახსენებენ
    © Sputnik / STRINGER

    თუმცა ასეთ ზღაპრულ გარემოშიც კი რთულია რეალობისათვის თავის არიდება. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რასაც აქაც შეგვახსენებენ

არჩევნები

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დღეს დასრულდება

0
(განახლებულია 11:37 26.10.2020)
ბიულეტენების ბეჭდვა უსაფრთხოების ნორმების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების 16 დამკვირვებელი აკვირდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის შვიდ სტამბაში საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა ორშაბათს დასრულდება. 

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს, რომელიც სამი დღეა გრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. არჩევნებისთვის სულ 7 102 600 ბიულეტენი დაიბეჭდება.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია რეგისტრირებული.

3 160,9 ათასი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის (პარტიული სიები და ბლოკები), 3 097,8 ათასი კი მაჟორიტარულისთვის, 584 ათასი აჭარის უმაღლესი საბჭოს, 40,1 ათასი საკრებულოს შუალედური, 219,8 ათასი კი მერების არჩევნებისთვის.

საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით.

ბიულეტენები 3 725 საარჩევნო უბანზე განაწილდება. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: აქედან ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური - 135 საარჩევნო უბანს. საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის. 

ამასთან, თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, მოქალაქეები მიიღებენ 3 ბიულეტენს: პროპორციული, მაჟორიტარული არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო) არჩევნებისთვის.
კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, სადაც მერების არჩევნები იმართება, ამომრჩეველი სამი სახის ბიულეტენს მიიღებს.

რაც შეეხება აჭარას, სადაც საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველი ოთხი სახის ბიულეტენს მიიღებს.

ბიულეტენების ბეჭდვა უსაფრთხოების ნორმების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების 16 დამკვირვებელი აკვირდება.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020