თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 30 სექტემბერს

58
(განახლებულია 13:59 30.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის დასახლების, შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, გორგასალის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის, ორთაჭალის, ხეივნის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის და ახალი რეხის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მგალობლიშვილის, ზოვრეთის, კონსტანტინე კაპანელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

58
თემები:
თბილისი დღეს (1791)
თბილისის მერია

მერიამ „ნაცმოძრაობის“ განაცხადი ცნობად მიიღო

44
(განახლებულია 21:44 28.10.2020)
თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ  31 ოქტომბერს აქციის გამართვის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა ცნობად მიიღეს

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. მერია არ გასცემს არც ნებართვას და არც კრძალავს, მხოლოდ იღებს ინფორმაციას და ნებისმიერ ღონისძიებასთან დაკავშირებით შესულ წერილს იღებენ ცნობად, განუცხადეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს“ დედაქალაქის მერიაში.

ტელეკომპანიას მერიიდან მიაწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვის ასლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის 31 ოქტომბერს, შაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს მშვიდობიან საჯარო შეკრებას, რაც, მონაწილეთა შესაძლო მნიშვნელოვანი რაოდენობის ზრდის გამო, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხება-შეჩერებას.

„გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ორგანიზატორების მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის პირბადეებით უზრუნველყოფა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება“, – აღნიშნულია პარტიის მიმართვაში.

აქციის ჩატარების დროდ მითითებულია 31 ოქტომბრის 12:00-დან 24:00 საათამდე პერიოდი.

როგორც მანამდე  ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, ეს იქნება „გამარჯვების აქცია“ და მმართველმა პარტიამ „მორჩილად უნდა მიიღოს ქართველი ხალხის ვერდიქტი“.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება. ეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. პარლამენტში აირჩევენ 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით და 30-ს - მაჟორიტარულით.

44
თემები:
თბილისის მერია
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 30 ოქტომბერს

21
(განახლებულია 15:41 28.10.2020)
პარასკევს დედაქალაქში თბილი, მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში პარასკევს, 30 ოქტომბერს უპირატესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 9 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:31 საათზე ამოვა და 17:57 საათზე ჩავა.

21
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

0
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში