თბილისი

თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა

83
(განახლებულია 18:31 23.09.2020)
მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად დაუკანონებს.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, აქედან 83 გახლავთ ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, ერთი ოჯახი – ქიზიყის ქუჩაზე, სამი კი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ფართის დაკანონების მსურველებს მოუწოდა, მათი რაიონის გამგეობას მიმართონ.

„გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინები დაიკანონოთ, ბინები, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას განვაგრძობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა.

83
თემები:
თბილისი დღეს (1793)

როგორ აღნიშნეს "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების დასრულება - ვიდეო

126
საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ლიდერობს „ქართული ოცნება“. როგორ აღნიშნეს არჩევნების დასრულება მმართველი პარტიისა და ოპოზიციური ნაცმოძრაობის მომხრეებმა, ჩვენს ვიდეოში იხილავთ

ტელეარხებმა შაბათს საღამოს, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნეს ეგზიტპოლების შედეგების სერია. ყველა მათგანში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზეა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

სულ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში შვიდიდან ათ პარტიამდე შევა. გამსვლელი ბარიერი ამ არჩევნებზე 1%-ს შეადგენდა, ბლოკებისათვის კი - მასში შემავალი პარტიების რაოდენობას უდრიდა. მანამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნებოდა.

126

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღნიშვნისათვის ემზადებიან

63
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ორი მთავარი კონკურენტი ერთდროულად ემზადება გამარჯვების აღსანიშნავად. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში

„მარადიული მტრები“ – „ქართული ოცნება“, რომელსაც არჩევნების მესამედ მოგება სურს, და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2012 წელს მმართველი პარტიის სტატუსი დაკარგა და ახლა კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს. 

მმართველი პარტიის მთავარ ოფისთან უკვე მიმდინარეობს არჩევნების დასასრულისათვის მზადება: მონტაჟდება მონიტორები და სცენა. მათ არ ჩამორჩებიან ოპონენტებიც – ისინი პარლამენტის შენობასთან ასევე აწყობენ სცენას.

63
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის ფორმირებაზე

0
ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მთავრობის ფორმირებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა. ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე.

უდუმაშვილის თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

„არა მხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი დათვლის შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე.

ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა,  ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის.

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020