„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 18 სექტემბერს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის, გაზაფხულის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, 26 მაისის, საზანოს, სამეგრელოს და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0