ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

© photo: Sputnikვაჟა–ფშველას გამზირი
ვაჟა–ფშველას გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეებმა, რომელთაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურთ, პირველ რიგში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანონ.

თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პეკინის გამზირის შემდეგ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილზეც ამოქმედდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

ფასიანი პარკინგი - Sputnik საქართველო
თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით.

საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან ამოქმედდა და პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები (ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩები გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე ყაზბეგის გამზირი – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირი (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე) მოიცვა.

„საბურთალოს რაიონში მხოლოდ პეკინის გამზირით არ შემოვიფარგლებით. შემდეგი იქნება ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები. საინფორმაციო ჯიხურები აქაც მოვამზადოთ, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ამ სიახლესთან დაკავშრებით“, – განაცხადა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება. 

პეკინის გამზირი - Sputnik საქართველო
10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების სისტემა ამოქმედდება

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ანალოგიური პროექტის განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც დაიწყება.

„პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძეზე, ფალიაშვილზე და მკვეთ ქუჩებზე. ზოგადად, ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაიგეგმება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტის განხორციელება. პარკირების საფასური, რაიონებიდან გამომდინარე, იქნება სხვადასხვა“, – განაცხადა კალაძემ.

ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, პირველ რიგში უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. 

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებ-გვერდი www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

ყველა ახალი ამბავი
0