„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 15 სექტემბერს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძის და ალექსი გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის, მუხრანის, ერწოს, ხევისუბნის, სიხარულიძის, თიანეთის, ტიბაანის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ურიდიას, კიკნაძის, მახალდიანის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, ინანიშვილის, სტურუას, ქებურიას და ძმობის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილის, ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ჩხავერის, თაკვერის და ზემო მეტალურგიულის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0