თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 7 სექტემბერს

81
(განახლებულია 13:21 07.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, შატბერაშვილის, შროშის, ჯანაშვილის, ქობულეთის, თაქთაქიშვილის, იოველ ქუთათელაძის, მცხეთის და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის, მირცხულავას და თორნიკე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ბახტრიონის, იყალთოს, კოსტავას, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, კვანტალიანის, პეტრე სარაჯიშვილის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VIII, IX კვარტლების, შუამთის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის და უზნაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

81
თემები:
თბილისი დღეს (1747)
საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემა

99
(განახლებულია 20:17 23.09.2020)
ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღებში საერთო საგნების მოხმარების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით აღსაზრდელებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდება, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ.

გვანცელაძის თქმით, ჩანთებში მოთავსებული იქნება მეთოდური მასალა – ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და ა.შ.

საბავშვო ბაგა–ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს.

ამასთან, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით ბაღის შენობაში იკრძალებს მშობლების შესვლა. კერძოდ, ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ. ასეთივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი.

ასევე აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. 

შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც. ასევე მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი – საბავშვო ბაღებს, რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით, კომპანია მოემსახურება.

ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც.

გვანცელაძის ინფორმაციით, რეგულაციების შესრულება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 5 მლნ ლარზე მეტი დაუჯდება.

ამჟამად დედაქალაქის 183 საბავშვო ბაღში 58 005 ბავშვია რეგისტრირებული.

99
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

84
(განახლებულია 19:45 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ. მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

84
თემები:
თბილისის მერია
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:24 22.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 სექტემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ხელმძღვანელების მხრიდან თანამშრომლებისთვის მადლობის გადახდა, წახალისება, ხოლო ქვეშევრდომებს შეუძლიათ მიმართონ თხოვნით ხელმძღვანელობას, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა, ახალი პარტნიორების ძებნა, უფრო ინდივიდუალურად მუშაობა, ვიდრე გუნდურად.

არარეკომენდებულია გაძლიერებული მუშაობა, რომელსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

0