თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 4 სექტემბერს

102
(განახლებულია 13:57 04.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ცინცაძის, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV მიკრორაიონის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, გარდაბნის, აღნიაშვილის, გიგინეიშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, მოსტკოვის და ცისკარიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყირიმის და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

102
თემები:
თბილისი დღეს (1750)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 სექტემბერს

95
(განახლებულია 15:05 25.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 27 სექტემბერს, თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:53 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

95
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
გმირთა მოედანი

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

504
(განახლებულია 18:50 24.09.2020)
შეზღუდვები საავტომობილო მოძრაობაზე თბილისის ცენტრში 25 სექტემბრის ღამიდან 28 სექტემბრის დილამდე იმოქმედებს.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისში 26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვები იმოქმედებს 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე.

ამ პერიოდში ავტომობილები პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩაზე, 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნიდან მოხვდებიან.

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება>>

მოძრაობის მიმართულება არ იცვლება გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის.

ასევე შესაძლებელი იქნება 26 მაისის მოედანზე მოხვევა გმირთა მოედნის მიმართულებით.

504
თემები:
თბილისი დღეს (1750)
ადამიანები პირბადეებით

როდის მოხვდება საქართველო ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში: თამარ გაბუნიას განმარტება

0
(განახლებულია 20:21 26.09.2020)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით კვლავ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყნისთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა დაიწყება მას შემდეგ, თუ შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ამ ნიშნულამდე არასდროს არ მივა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა 28-ე პაციენტი.

მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა.

„რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე და პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ქვეყანა გადაცდეს გლობალურ საშუალოს.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია ბათუმში, თუმცა აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ შეინიშნება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში