თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1 სექტემბერს

83
(განახლებულია 14:06 01.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ქურხულის, გუთნის, ხახანაშვილის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, ვაჟა ივერიელის, მღვდელი თეოდორ ჩიხლაძის, , წინანდლის, ქურხულის, დედოფლისწყაროს, მახათას, ალადაშვილის, ერევნის, ხერხეულიძის, სართიჭალის, იზაშილის, ერისთავის, მთავარანგელოზის, ობსერვატორიის, დმანისის, მარტყოფის, ბადიაურის, წურწუმიას, აბულაძის, ხეივნის, ქურხეულის, ირბახის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, გუმბრის, ჟონეთის, კიკეთის, საინგილოს, ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ახალუბნის, სომხეთის, ბზიფის, კაიშაურის, ნიაბის, კვესეთის, ფშავის, თეძამის, კვალეთის, გალავნის, ოძისის, დოესის, ზურაბიშვილის, ნოსირის, აწყურის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს და ცაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვიქტორ დოლიძის, კიტა ბუაჩიძის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და III "ა" მიკორაიონების, მემედ აბაშიძის და ვლადიმერ ნანეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის და ვლადიმერ გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონას, ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

83
თემები:
თბილისი დღეს (1747)
საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემა

78
(განახლებულია 20:17 23.09.2020)
ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღებში საერთო საგნების მოხმარების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით აღსაზრდელებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდება, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ.

გვანცელაძის თქმით, ჩანთებში მოთავსებული იქნება მეთოდური მასალა – ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და ა.შ.

საბავშვო ბაგა–ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს.

ამასთან, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით ბაღის შენობაში იკრძალებს მშობლების შესვლა. კერძოდ, ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ. ასეთივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი.

ასევე აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. 

შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც. ასევე მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი – საბავშვო ბაღებს, რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით, კომპანია მოემსახურება.

ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც.

გვანცელაძის ინფორმაციით, რეგულაციების შესრულება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 5 მლნ ლარზე მეტი დაუჯდება.

ამჟამად დედაქალაქის 183 საბავშვო ბაღში 58 005 ბავშვია რეგისტრირებული.

78
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

68
(განახლებულია 19:45 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ. მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

68
თემები:
თბილისის მერია
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

0
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების იმავე რაოდენობით მატებას ელოდებიან, რამდენიმე დღეში კი, სპეციალისტების გათვლებით, მოსალოდნელია კლება

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი განსაკუთრებით მძიმეა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემა >>

ბოლო 24 საათში დარეგისტრირებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

კლინიკაში მართვა კვალიფიციურად ხდება და ამ ეტაპისთვის მედპერსონალის რაოდენობაც საკმარისია.

„პერსონალი არის აბსოლუტურად მზად, მათ დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები, მთავარია, დროულად მოხდეს დიფერენცირება ავადმყოფების, რომ მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები დროულად გადავიდნენ კლინიკებიდან კოვიდსასტუმროებში და იქაც გაგრძელდეს ეფექტური მართვა, კლინიკებში კი გამოთავისუფლდეს ადგილები მძიმე პაციენტებისთვის“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მეორე დღეა, ბათუმში იმყოფება და ვითარებას ეცნობა.

აჭარაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა ასევე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, რომლის განცხადებით, იმის იმედი, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, არ უნდა გვქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი დინამიკა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

„აჭარაში ეპიდსიტუაცია არის რთული და მომდევნო დღეებში შემთხვევების იმავე რაოდენობით მატებას ველოდებით, რამდენიმე დღის შემდეგ კი კლებას. ამ ყველაფერში მოსახლეობაც უნდა დაგვიდგეს გვერდით და დაიცვას რეკომენდაციები. ამ დროისთვის აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული, ხდება ავადმყოფების დიფერენციაცია, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ამის მიხედვით ნაწილდებიან ისინი კლინიკებსა და სასტუმროებში. მუდმივად ხდება გადაადგილებები კლინიკებიდან სასტუმროებში. ნაწილი პაციენტებისა გამოჯანმრთელდა, ამიტომ არსებული საწოლფონდი სრულიად ადეკვატური რაოდენობაა იმ საჭიროებისთვის, რაც დღეს აჭარაში არსებობს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კრიზისი, დისტანცია და ნიღბები: როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო – ფოტო >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 24 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში