თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 30 აგვისტოს

304
(განახლებულია 17:22 28.08.2020)
ზაფხული იწურება, მაგრამ სინოპტიკოსები ჯერ თბილ ამინდებს გვპირდებიან: კვირას დედაქალაქში მზიანი და უღრუბლო ამინდი გველოდება.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 30 აგვისტოს თბილისში მზიან და უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 06:25 საათზე ამოვა და 19:36 საათზე ჩავა.

ტემპერატურა ღამით პლუს 19–22 გრადუსი იქნება, დღისით კი 30 გრადუსამდე მოიმატებს.

304
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (517)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 სექტემბერს

100
(განახლებულია 15:05 25.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 27 სექტემბერს, თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:53 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

100
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (517)
გმირთა მოედანი

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

505
(განახლებულია 18:50 24.09.2020)
შეზღუდვები საავტომობილო მოძრაობაზე თბილისის ცენტრში 25 სექტემბრის ღამიდან 28 სექტემბრის დილამდე იმოქმედებს.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისში 26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვები იმოქმედებს 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე.

ამ პერიოდში ავტომობილები პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩაზე, 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნიდან მოხვდებიან.

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება>>

მოძრაობის მიმართულება არ იცვლება გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის.

ასევე შესაძლებელი იქნება 26 მაისის მოედანზე მოხვევა გმირთა მოედნის მიმართულებით.

505
თემები:
თბილისი დღეს
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა