თბილისური ეზოები მოირეცხება – მერია საპილოტო პროექტს იწყებს

© Sputnik / Alex Shlamovნარჩენებისგან დასუფთავება
ნარჩენებისგან დასუფთავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან დედაქალაქის ხელისუფლება არა მხოლოდ ცენტრალური ქუჩების, არამედ შიდა ეზოების სისუფთავესა და წესრიგზეც იზრუნებს.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერია საპილოტო პროექტის განხორციელებას შეუდგა, რომელიც დედაქალაქის ეზოებში სისუფთავის მხარდაჭერაზეა მიმართული. ეს ნაგვის კონტეინერების ოპტიმიზაციას გულისხმობს, იუწყება ტელეარხი Imedi.

თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს>>

ვარკეთილში უკვე დაასუფთავეს ეზოები ნაგვისგან და დააცარიელეს ნაგვის ურნები. პროექტი დაახლოებით 4 ათასი ნაგვის კონტეინერის შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე გამოტანას გულისხმობს.

ნაგვის გადავსებული ურნა - Sputnik საქართველო
ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იზრდება – თბილისის მერია სანქციებს ამკაცრებს

საპილოტო პროექტის ფარგლებში ასევე მოირეცხება შიდა ეზოები და ნაგვის კონტეინერები სპეციალური ქაფით დამუშავდება.

საპილოტო რეჟიმში ჩართულია დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო. ამ ეზოებში, სანამ პროექტი დაიწყებოდა, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთან და მათ აღნიშნული პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს.

ეზოებში გაკრულია საინფორმაციო პლაკატები პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციით.

ყველა ახალი ამბავი
0