ახლადრეაბილიტირებულმა ქუჩებმა წვიმას ვერ გაუძლო: მერიის განმარტება

© photo: Sputnikწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის მოადგილის თქმით, ახლახან გარემონტებული ქუჩების დაზიანება გასულ უქმეებზე თბილისში მოსულმა ჭარბმა ნალექმა გამოიწვია.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს განმარტება დასჭირდა, თუ რით იყო გამოწვეული თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში სულ ახლახან დაგებული ასფალტის საფარის დაზიანება. 

წვიმა - Sputnik საქართველო
წვიმა, სეტყვა, წყალმოვარდნები: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ბენდელიანის თქმით, ახლახან გარემონტებული ქუჩების დაზიანება გასულ უქმეებზე თბილისში მოსულმა ჭარბმა ნალექმა გამოიწვია. სანიაღვრე ქსელებმა წყლის ასეთი ნაკადი ვერ გაატარა, რის შედეგადაც გლდანი–ნაძალადევის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩები დაიტბორა.

„ასეთი პრობლემები თბილისის რამდენიმე ადგილზე დაფიქსირდა, სადაც ინტენსიურ დაკვირვებებს ვაწარმოებთ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ლოკალური ჩარევა მოგვიწიოს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე სარემონტო სამუშაოები 2020 წლის ივნისში დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0