თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 აგვისტოს

81
(განახლებულია 14:06 21.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IVა, IVბ მიკრორაიონების, ავალიშვილის და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.

23:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და ტაბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის შესახვევის და ახოსპირელის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ყურაშვილის, გელოვანის, პეტრიწის, სიხარულიძის, ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბანის, ნაკადულის, თამარის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბერიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, VI კვარტლების, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, შეშელიძის და დავით სარაჯიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

81
თემები:
თბილისი დღეს (1750)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 სექტემბერს

105
(განახლებულია 15:05 25.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 27 სექტემბერს, თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:53 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

105
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
გმირთა მოედანი

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

505
(განახლებულია 18:50 24.09.2020)
შეზღუდვები საავტომობილო მოძრაობაზე თბილისის ცენტრში 25 სექტემბრის ღამიდან 28 სექტემბრის დილამდე იმოქმედებს.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისში 26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვები იმოქმედებს 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე.

ამ პერიოდში ავტომობილები პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩაზე, 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნიდან მოხვდებიან.

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება>>

მოძრაობის მიმართულება არ იცვლება გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის.

ასევე შესაძლებელი იქნება 26 მაისის მოედანზე მოხვევა გმირთა მოედნის მიმართულებით.

505
თემები:
თბილისი დღეს (1750)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:50 26.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახური კავშირების გამტკიცებისკენ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა, სახლის მოწყობაზე ზრუნვა.

ცხოვრებისეულ სფეროებში ადამიანებს იღბალი თან სდევს. იზრდება პროფესიული წარმატებების შესაძლებლობა.

ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნეს–საქმიანობა, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაჭრა, მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, სანდო კავშირების გამტკიცება, კარიერაზე და ბიზნესზე ზრუნვა, მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე კოლექტივში.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0