თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 17 აგვისტოს

307
(განახლებულია 15:24 17.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, კალანდაძის, შატაიძის, ბერძნის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, ორთაჭალის, გორგასლის და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ასლანიდის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, გურიელის, გამრეკელის, პოლიტკოვსაიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრვ) და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

18:30 საათიდან 20:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძის და გეთიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

307
თემები:
თბილისი დღეს (1750)
გმირთა მოედანი

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

465
(განახლებულია 18:50 24.09.2020)
შეზღუდვები საავტომობილო მოძრაობაზე თბილისის ცენტრში 25 სექტემბრის ღამიდან 28 სექტემბრის დილამდე იმოქმედებს.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისში 26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვები იმოქმედებს 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე.

ამ პერიოდში ავტომობილები პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩაზე, 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნიდან მოხვდებიან.

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება>>

მოძრაობის მიმართულება არ იცვლება გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის.

ასევე შესაძლებელი იქნება 26 მაისის მოედანზე მოხვევა გმირთა მოედნის მიმართულებით.

465
თემები:
თბილისი დღეს (1750)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 26 სექტემბერს

40
(განახლებულია 18:24 24.09.2020)
შაბათს საქართველოს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, ამასთან იქნება სუსტი წვიმა.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. შაბათს, 26 სექტემბერს თბილისში ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით პლუს 19 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:52 საათზე ამოვა და 18:50 საათზე ჩავა.

40
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: მორიგი ანტირეკორდი რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 640 პაციენტია.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 62 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა – 26, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში