საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

524
(განახლებულია 15:24 13.08.2020)
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს სექტემბრიდან ხელფასები გაეზრდებათ>>

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„დედაქალაქის მერთან ერთად წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული ყველა 10 800 თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისი თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან, ნოემბერში განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშვო ბაღების აღმზრდელებსაც.

524
თემები:
თბილისი დღეს (1742)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 23 სექტემბერს

34
(განახლებულია 16:17 21.09.2020)
საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა აიწევს და 29 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თბილისში 23 სექტემბერს, ოთხშაბათს უპირატესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 18 გრადუსი, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე დათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:49 საათზე ამოვა და 18:55 საათზე ჩავა.

34
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 სექტემბერს

59
(განახლებულია 13:59 21.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და შატილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

59
თემები:
თბილისი დღეს (1742)
ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვერის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა

0
(განახლებულია 14:59 21.09.2020)
ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში  ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  ქართველი რეჟისორის ნანა ჯორჯაძის ფილმ „ბოცვერის თათის“ (Кроличья лапа) ოპერატორმა მიხეილ კვირიკაძემ რუსეთის კინოსა და თეატრის XVIII ფესტივალზე „ამურის შემოდგომა“  საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ჯილდო მოიპოვა, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე.

ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში  ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება. 

ტრადიციულად „ამურის შემოდგომის“ ფარგლებში გაიმართა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, თეატრალური სპექტაკლების კონკურსებიი, ასევე მასტერ-კლასები და შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და გამოფენები.

ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები იყვნენ რუსი კინემატოგრაფისტები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები, მხატვრები და ა.შ.

ანა ჯორჯაძის ფილმი „ბოცვერის თათი“ სამი ქვეყნის კოპროდუქციაა – რუსეთის, ბელგიისა და ფინეთის. ფილმში როლებს ასრულებენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი.

ფილმში მოქმედება ხდება 1990-იან წლებში, ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში. მთავარი პერსონაჟები არიან ფრანგი არქიტექტორი ნიკა და საბჭოთა ინტელიგენტი ალია, რომელთა შეხვედრა მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

0
თემები:
ქართული კინო