დღეიდან ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება: ცნობილია ვადა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ბარათაშვილის ხიდზე
ტურისტები ბარათაშვილის ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეიდან თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე, პროფილაქტიკური სამუშაოები იწყება, რის გამოც მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეიდან მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება, იუწყება დედაქალქის მერია.

„თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს“, — ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში იწყება.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0