მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტზე იმუშავებს, პირადი ავტომობილი პრიორიტეტი არაა

© Sputnik / Alexander Imedashvili„საცობი" თბილისში
„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის მერია მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის ბევრად კომფორტული იყოს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. პირადი ავტომობილით გადაადგილება დედაქალაქში თბილისის სატრანსპორტო განვითარების ინტერესებს არ შეესაბამება, ამიტომ ეს მიმართულება ქალაქის მთავრობისთვის პრიორიტეტული არ იქნება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

კალაძე: თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გენგეგმა წლის ბოლოსთვის მზად იქნება>>

მისი თქმით, ქალაქის მერიაში ხშირად აღნიშნავენ, რომ თბილისის მთავრობა ინდივიდუალური ავტომობილების მფლობელების მხრიდან ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი.

„ფაქტია, რეფორმირების გარეშე სატრანსპორტო სისტემა ვეღარ გაძლებს, ქალაქი ვერ დაიტევს მანქანების იმ ნაკადს, რომლის იმპორტირებაც ყოველწლიურად ხდება. ფაქტია ისიც, რომ არავის გვემეტება ეს ქალაქი მუდმივი „საცობებისთვის“ და არავის გვემეტება ჩვენი შვილები ამ გამონაბოლქვით მოწამვლისთვის. შესაბამისად, გამოსავალი უნდა მოინახოს", – განუცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებს.

ამ საკითხის გადაწყვეტას ვიცე-მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და პირადი ავტომობილების ყოველდღიურად გამოყენების შემცირებაში ხედავს.

ხმალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, ვიდრე ინდივიდუალური ავტომობილით.

კომპანია  MAN–ის ავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი

„ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის გზა, რომელიც განვითარებულმა ქალაქებმა გაიარეს, სამწუხაროდ, სხვა გზა არ არსებობს. რაც უფრო ფართო იქნება გზა, რაც უფრო იაფი და კომფორტული იქნება პარკირება, მით უფრო მეტი იქნება ავტომობილი, „საცობი“ და გამონაბოლქვი. ეს მსოფლიო გამოცდილებით დადასტურებული ფაქტია", – აღნიშნა ხმალაძემ.

მისი თქმით, რამე აკრძალვის დაწესება არ იგეგმება, ქალაქის მერია იმუშავებს მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდეს.

უფრო ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის დედაქალაქში ყველა ძველი ყვითელი „ბოგდანის" მარკის ავტობუსი თანამედროვე Euro-6 სტანდარტის ავტობუსით ჩანაცვლდება.

თბილისში წლის ბოლოსთვის „ყვითელი ავტობუსები" აღარ იმოძრავებენ>>

ამჟამად თბილისში 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. აქედან 183 ახალია, MAN-ის მარკის. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0