ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინზეც ამოქმედდება

გამოწერა
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის ახალ ეტაპზე გადადის და პროექტში დედაქალაქის ახალი რაიონების ჩართვას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და საბურთალოს რაიონში დანერგვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი პროექტს მოსახლეობას გააცნობენ.

„10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროექტი", – განაცხადა კალაძემ.

პოლიცია აჯარიმებს დამრღვევს - Sputnik საქართველო
თბილისში პარკირების წესების დამრღვევები ჯარიმას არ გადაიხდიან – ვის ეხება ცვლილება

როგორც მერმა აღნიშნა, მან, ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, პირველ რიგში უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. ამ ქუჩების მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

ქალაქის მერმა მის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს პროექტის გაკონტროლება დაავალა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0