თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 ივლისს

1291
(განახლებულია 13:54 13.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოდერძი ჩოხელის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის და ჩხიკვაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გივი კარტოზიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, ბაგრატიონის, სალიების, სააკაძის, სიღნაღის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის და სამრეკლოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და გრიგოლ მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, თაკვერის, ჩხავერის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეიმურაზ ბატონიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

1291
თემები:
თბილისი დღეს (1704)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 16 აგვისტოს

53
(განახლებულია 14:55 14.08.2020)
კვირას ქვეყნის დედაქალაქში შედარებით აგრილდება, დაიკლებს ტემპერატურა. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 16 აგვისტოს თბილისში უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით +26 გრადუსი.

ქარი 8–13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:10 საათზე ამოვა და 19:58 საათზე ჩავა.

53
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
მეხანძრე–მაშველები

დიდუბეში აფეთქება მოხდა

182
(განახლებულია 14:54 14.08.2020)
აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. საშუალო სიმძიმის დამწვრობით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი, ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აფეთქება ერთ-ერთ საცხობში მოხდა. საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო ორმა თანამშრომელმა და ისინი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ამჟამად ირკვევა მომხდარის მიზეზები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

182
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 14:35 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

0