„მზიურში“ გალერეა-მედიათეკა მოეწყობა

© photo : courtesy of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaმზიური
მზიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „მზიურის“ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ქცევა იგეგმება, სადაც დასვენებისა და განტვირთვის გარდა, სტუმრები ადგილობრივ თუ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. განახლებულ პარკ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია  გაეცნო, იუწყება თბილისის მერია.

პროექტის მიზანია შენობას არქიტექტურული სახე შეუნარჩუნდეს და ფუნქციური დატვირთვა შეიძინოს.

პროექტი ითვალისწინებს პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას.

ანდრია ბასილაია სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფე“ დამფუძნებელ ანა გოგუაძეს შეხვდა და პროექტის დეტალებს გაეცნო.

„აღნიშნულ პროექტზე საინიციატივო ჯგუფი თითქმის ათი წელი მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს არაერთი კომერციული შეთავაზება ჰქონდა, გადაწყდა, არსებული სივრცე ხელოვნების დარგისთვის დაგვეთმო და მიგვეცა შესაძლებლობა, განახლებულ „მზიურში“ ბევრი საინტერესო პროექტი განეხორციელებინათ”, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პარკი „მზიური“ - Sputnik საქართველო
„მზიურის“ რეაბილიტაცია დასრულდა - ვიდეო

უწყებაში აცხადებენ, რომ „მზიურის“ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ქცევა იგეგმება, სადაც დასვენებისა და განტვირთვის გარდა სტუმრები ადგილობრივ თუ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.

„მზიურის“ გალერეა სოციალური, არაკომერციული პროექტია, რომლის იდეასა და შესაძლებლობების განვითარებაზე ფონდი „აჰუაჰუ“ მუშაობს. ბავშვთა ქალაქში გალერეა-მედიათეკას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მოაწყობს, ხოლო შემდეგ, აღნიშნული შენობა-ნაგებობა სოციალურ საწარმოს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცემა.

პარკი „მზიური" თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზიანდა. იმ ღამით ვერეს ხეობაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

რამდენიმე დღის წინ პარკში დასრულდა რეაბილიტაცია. სრულად განახლდა საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო ახალი დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო სივრცეები, ასევე, სკეიტპარკი.

ყველა ახალი ამბავი
0