თბილისის მეტროს სადგური

ცნობილია, როდის დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო გრაფიკს თბილისის მეტრო

94
(განახლებულია 20:48 29.06.2020)
მეტროში სარემონტო სამუშაოები ჭიანურდება. დედაქალაქის მიწისქვეშა სატრანსპორტო არტერია კვლავ შემცირებული გრაფიკით მუშაობს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტრო შემცირებული გრაფიკით – 06:00-დან 23:00 საათამდე 2020 წლის 21 სექტემბრამდე იმუშავებს.

თბილისის მერიის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოებისა და ვენტილაციის სისტემების რემონტის დროულ დასრულებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. მასშტაბური სამუშაოები 2019 წლის 1 ივლისს დაიწყო და ზუსტად ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. შემცირებული გრაფიკის დაწესებამდე მეტრო მგზავრებს 06:00 საათიდან შუაღამემდე ემსახურებოდა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით თბილისის „მეტროპოლიტენის" სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე 21 სექტემბრამდე შენარჩუნდება", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სარემონტო სამუშაოებზე სულ დაახლოებით 100 მლნ ლარი დაიხარჯება. აღდგენითი სამუშაოების დროს გამოიცვლება 450 კილომეტრი საერთო სიგრძის ძალოვანი კაბელები და 32 ვენტილატორი.

როდემდე იმუშავებს მეტრო შემცირებული გრაფიკით, ანუ როდის დასრულდება რემონტი>>

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ, მეორე - 17 კმ).

94
თემები:
თბილისი დღეს (1793)
აბანოთუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 ნოემბერს

16
(განახლებულია 10:21 30.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას თბილი და მზიანი ამინდი ელოდებათ – სინოპტიკოსები პლუს 25 გრადუსს პროგნოზირებენ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში კვირას, 1 ნოემბერს თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:33 საათზე ამოვა და 17:54 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 12, დღისით მაქსიმალური კი პლუს 25 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

16
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 30 ოქტომბერს

32
(განახლებულია 20:23 29.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

32
თემები:
თბილისი დღეს (1793)
ხატია წერეთელი იმედა ვახტანგიშვილი

„ვუთანაგრძნობ მის ცოლს...“ - ხატია წერეთელი შეყვარებულს სკანდალურად დაშორდა

0
(განახლებულია 12:43 30.10.2020)
ცნობილი წყვილი - ხატია წერეთელი და იმედა ვახტანგიშვილი დაშორდნენ. ამ უკანასკნელმა ცოლიც მოიყვანა. მომღერალი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. მომღერალი ხატია წერეთელი ამბობს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ალფონსი აღმოჩნდა და ამის გამო დაშორდნენ.

ხატია წერეთელმა სოციალურ ქსელში ყოფილ შეყვარებულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სამწუხაროდ, გვიან აღმოაჩინა, რომ იმედა ვახტანგიშვილს მისი მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა, რადგან კარგი მსახიობია და თამაშიც კარგად გამოსდის.

როგორც ჩანს, მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

„ღმერთს მადლობა რომ დღეს ის არაა ჩემთან, ვუთანაგრძნობ მის ცოლს რადგან, ისიც ფულიანია, ისიც შვილიანი, და ისიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ერთ ორ წელში, ასე იყო ჩე მამდეც, ჰყავდა ქალი ისიც ფულიანი შვილიანი, იგივე ტექსტებით იგივე, სცენებით“,  - წერს მომღერალი.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა მისი ეროტიკული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის - „შენთან სექსი მაგარია“ იხილა. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება