თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 26 ივნისს

80
(განახლებულია 15:21 24.06.2020)
საქართველოს დედაქალაქში პარასკევს ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში პარასკევს, 26 ივნისს ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 20 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 30 გრადუსი იქნება.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

80
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (448)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 15 ივლისს

64
(განახლებულია 14:10 13.07.2020)
საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს მზიანი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები 30 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ოთხშაბათს, 15 ივლისს თბილისში ცხელი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:39 საათზე ამოვა და 20:33 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 21, დღისით მაქსიმალური კი პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

64
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (448)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 ივლისს

462
(განახლებულია 13:54 13.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოდერძი ჩოხელის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის და ჩხიკვაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გივი კარტოზიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, ბაგრატიონის, სალიების, სააკაძის, სიღნაღის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის და სამრეკლოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და გრიგოლ მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, თაკვერის, ჩხავერის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეიმურაზ ბატონიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

462
თემები:
თბილისი დღეს
მოფრენის ტერმინალი თბილისის აეროპორტში

ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას

0
(განახლებულია 19:00 13.07.2020)
ვინ, როგორ და რა პირობით გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს პანდემიის პერიოდში - მთავრობა პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებზე.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე, რომლებიც ეხება საზღვრის კვეთას, ტესტირებას, კარანტინს და ამასთან დაკავშირებულ პროცედურებს - Frequently Asked Question About Border Crossing Procedures.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები და რა პირობებით ჩამოვლენ საქართველოში >>

- რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?

- ამ ეტაპზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ. ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები შეძლებენ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლას, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. მაგ: ლატვიის მოქალაქე/ბინადრობის უფლების მქონე პირი გერმანიიდან უპირობოდ შემოვა საქართველოში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

ევროკავშირის ქვეყნების (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას შეძლებენ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს (სლოვენია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია), რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, მათთვის ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი და შეზღუდვები შემოსვლაზე.

საქართველოში საქმიანი ვიზიტის განსახორციელებლად მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეავსოს შესაბამისი ფორმა და მიუთითონ შესაბამისი უწყება, რომლის მოწვევითაც მოდის. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

- ავსებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ელექტრონულ ანკეტას?

ანკეტას ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას/ ან არიან ორმაგი მოქალაქეები.

- ავსებენ თუ არა ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ელექტრონულ ანკეტას, რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი?

-არ ავსებენ, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.

- სად არის ხელმისაწვდომი ელექტრონული ანკეტა?

- ელექტრონული ანკეტა ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www. StopCov.ge

- არის თუ არა აუცილებელი, საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება?

- არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად.

- ევროკავშირის რომელი ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს მოუწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში?

საუბარია შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებზე: იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია.

- რა მიდგომა ვრცელდება ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები?

-ასეთი ქვეყნებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.

- რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც შესაბამისი დათქმით იხსნება სახელმწიფო საზღვარი?

-აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში