„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 23 ივნისს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედანის, მინდელის, ძოწის, ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის, ხაზინის, კოსტავას, გამრეკელის და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, დელისის III ქუჩის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, ბუდაპეშტის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, შალვა ნუცუბიძის, დელისის, ემანუელ აფხაიძის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოლომონ დოდაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის, ბოლნისის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, მანავის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის I კვარტლის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, გრიგოლ აფშინაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ბოლნისის, დირსიჭალის, სოლომონ დოდაშვილის, ლერწმის, მანავის, ჩკალოვის, საექიმოს, მიხეილ აბრამიშვილის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის და ქრისტაფორე არეშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვიშხეთის და ერწოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, სულიაშვილის და თოიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0