დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა აღდგა

© Sputnik / Alex Shlamovგანახლებული ჭავჭავაძის გამზირი
განახლებული ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია საგზაო მონიშვნების დატანის სამუშაოები

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგა, იუწყება თბილისის მერია.

გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დარჩენილია საგზაო მონიშვნების დატანის სამუშაოები.

ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
ვაკეში გოჭებიც „გულაობენ“: როგორია ზურაბ ჯაფარიძის „ვაკის პარკი“

შესაბამისად, მუნიციპალური და კერძო ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

N9, N21, N34, N51, N59, N61, N83, N85, N87, N88 და N140 ავტობუსების მოძრაობა აღდგა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სქემის შესაბამისად - ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, რის შემდეგაც, სატრანსპორტო მოძრაობა საგზაო მონიშვნების შესაბამისად განხორციელდება.

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N137, N170 და N202 მიკროავტობუსები საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შუქნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვამდე, ავტომობილებს შეუძლიათ შემდეგი მიმართულებებით იმოძრაონ:

ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის, მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას კი ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მიშველაძის, ბერძენიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებითაა დასაშვები.

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
„კინწისკვრით ხართ გასაყრელი“ - შალვა ნათელაშვილმა ვაკელებს მიმართა

კეკელიძის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს აბაშიძის ქუჩიდან შეუძლიათ, ხოლო კეკელიძის ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა თავისუფალია; ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით.

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელია როგორც ვაკის პარკის, ასევე, ვარაზისხევის მიმართულებებით.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებზე დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო.

ყველა ახალი ამბავი
0