თბილისი

საუკეთესო ქალაქი რეიტინგის რომელ კატეგორიაში გახდა თბილისი პირველი აღმოსავლეთ ევროპაში

80
(განახლებულია 21:47 19.06.2020)
საქართველოს დედაქალაქმა საერთაშორისო რეიტინგის ერთ-ერთ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის 75 დიდ ქალაქს გაუსწრო.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. თბილისმა პორტალ Emerging Europe-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში „ეკონომიკური პოტენციალი“.

გამოცემა გამოკითხვას განვითარებადი ევროპის 75 ქალაქის შესაფასებლად, ტრადიციულად, 70 ექსპერტს შორის ატარებს. ქალაქის მოსახლეობა არ უნდა იყოს 200 ათასზე ნაკლები. კვლევა ჩატარდა რამდენიმე კატეგორაში და ერთ-ერთში სწორედ თბილისმა გაიმარჯვა.

„საქართველო უკვე დიდი ხანია აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ბიზნესის საწარმოებლად, ამ კუთხით რეგულარულად უდგას სათავეში მსოფლიო ბანკის რეიტინგს. ქვეყანამ 2019 წელს ზოგად რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა, კერძოდ, მაღალი შეფასება მიიღო ახალი საწარმოების რეგისტრაციის გამარტივებული ხერხისთვის“, – აღნიშნავს პორტალი.

„ის, რომ Emergin Europe-მა ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში ლიდერად გვაღიარა, ხაზს უსვამს ჩვენ მონდომებასა და შრომას, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ქალაქის პოტენციალის აღმოჩენაში ჩავდეთ“, – განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოცემას.

მისი თქმით, გამარჯვება კატეგორიაში „ეკონომიკური პოტენციალი“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის მდგომარეობას და მოიზიდავს მეტ ინვესტიციას.

„ჩვენ ველით ყველას, ვისაც აქ ბიზნესის კეთება უნდა და პირობას გაძლევთ, თავად დარწმუნდებით თბილისის, როგორც თქვენი მომავალი ბიზნესის ადგილმდებარეობის უპირატესობაში“, – აღნიშნა კალაძემ.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისი სულ უფრო მეტად იზიდავს საერთაშორისო ექსპერტების ყურადღებას.

80
თემები:
თბილისი დღეს (1826)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 3 დეკემბერს

17
(განახლებულია 17:27 01.12.2020)
დედაქალაქში მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს ცხრა გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 3 დეკემბერს თბილისში ღრუბლიან, მაგრამ უპირატესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 3 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:10 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

17
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში

უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ვიდეო

33
(განახლებულია 14:35 01.12.2020)
გუშინ უნივერსიტეტის ქუჩა ყვავილების მაღაზიების მეპატრონეებმა გადაკეტეს. მოვაჭრეები მთავრობის შეზღუდვებს აპროტესტებდენ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, ისინი დღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული და მაღაზიების დაკეტვას არ აპირებენ. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საავტომობილო მოძრაობა აღადგინეს. ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტები კვლავ ღია რჩება. უნივერსიტეტის ქუჩის პროტესტს ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანზე მოვაჭრე მეყვავილეებიც შეუერთდნენ.

33
გაზის მრიცხველი

Tbilisi Energy გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ტარიფს ამცირებს

0
გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი „თბილისი ენერჯის“ სალიცენზიო არეალში შევიდა და შესაბამისად მათთვის ტარიფი შეიცვალა

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 1 დეკემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მოსახლეობა ბუნებრივ აირს შემცირებული ტარიფით მიიღებს, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს განცხადებაში.

საუბარია შემდეგი სოფლების მოსახლეობაზე: მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი და კუმისი.

თუ ადრე ბუნებრივი აირის ტარიფი შეადგენდა 48,7460 თეთრს, დღეიდან ისინი მას შემცირებულ ფასად - 46,1374 თეთრად იღებენ.

„სემეკის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან  ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები თბილისი ენერჯის სალიცენზიო არეალში შევიდნენ. საქართველოში ბუნებრივი გაზის აბონენტებს  ყველაზე დაბალ ტარიფს „თბილისი ენერჯი“ სთავაზობს.  შესაბამისად, მას შემდეგ რაც გარდაბნის სოფლები „თბილისი ენერჯის” აბონენტები გახდნენ, ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური შეუმცირდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ადრე სემეკში განაცხადეს, უახლოეს სამ წელიწადში ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.

0
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა