თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 12 ივნისს

79
(განახლებულია 13:47 12.06.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის, აბაშვილის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

79
თემები:
თბილისი დღეს (1667)
კიკვიძის პარკი

თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა

43
პარში მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების განახლებული პარკი (კიკვიძის) გაიხსნა, იუწყება მერიის ვებგვერდი.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.

„თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებული შენობებსა და შადრევანს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 ათას 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 ათას 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ 500 ათასი ლარი გამოიყო.

43
თემები:
თბილისის მერია
ბასტილიის აღების დღეს საფრანგეთის საელჩო საქართველოში განსხვავებულად აღნიშნავს

ბასტილიის აღების დღეს საფრანგეთის საელჩო საქართველოში განსხვავებულად აღნიშნავს

57
(განახლებულია 19:32 14.07.2020)
საფრანგეთმა თავისი ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად თბილისს საჰაერო ბურთი აჩუქა, საიდანაც ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საფრანგეთის საელჩომ საქართველოში ქვეყნის უმთავრესი დღესასწაულის – ბასტილიის აღების დღეს ტრადიციული მიღების გამართვაზე უარი განაცხადა და ის ღია სივრცეში ღონისძიების გახსნით ჩაანაცვლა.

რიყის პარკში საღამოს ახალი ტურისტული ატრაქციონის გახსნა გაიმართება, რომლის ინვესტორია ფრანგული კომპანია Aerophile – ქალაქის თავზე გიგანტური საჰაერო ბურთი აღიმართება.

„ელჩი დაესწრება რიყის პარკში განთავსებული ახალი ტურისტული ატრაქციონის გახსნას, რათა ხაზი გაუსვას ტურიზმის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერას როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში“, – აღნიშნულია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

საფრანგეთის საელჩო დღესასწაულს თბილისის ე.წ. „ალექსანდროვის ბაღში“ ღამის ფეიერვერკით დაასრულებს.

საფრანგეთი იმ ხუთი ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებისთვისაც საქართველომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე თავისი საზღვრები გახსნა.

„ეს ორი ქვეყანა ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც ხელახლა გაუხსნეს ერთმანეთს საზღვრები და ამით პოსტ-covid-19-ის სამყაროში ადამიანების დამაკავშირებელი პირველი ხიდები შექმნეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პანდემიის გამო საფრანგეთი ეროვნულ დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავს. ჯარის დანაყოფების დათვალიერება მაყურებლის გარეშე არა ელისეს მინდვრებზე, არამედ თანხმობის მოედანზე გაიმართა. ხელისუფლებამ უარი თქვა ჯავშანტექნიკის აღლუმზე და მხოლოდ ავიაცია გამოიყვანა. ბევრ რეგიონში დღესასწაულზე ფეიერვერკი გააუქმეს, ხოლო ყოველწლიური კლასიკური მუსიკის კონცერტის მოსმენა მხოლოდ ტელევიზიით ან ონლაინ არის შესაძლებელი.

„იმოგზაურე საქართველოში“ - საფრანგეთის ელჩი აჭარაშია>>

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქმა, ეპიდემიის უეცრად განახლების შიშით, საერთოდ უარი თქვა ბასტილიის აღების დღესასწაულის გამართვაზე.

57
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:36 14.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

15 ივლისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

იზრდება ფიზიკური ძალა, იღვიძებს მამაკაცური ენერგია. შესანიშნავი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვის. ხელსაყრელი დღეა საქმეების, მშენებლობის საფუძვლის ჩაყრისთვის, რემონტის დაწყების, შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება, მიმდინარე საქმეების განხილვა, დაგეგმვა, საბუღალტრო ოპერაციები, არქივებთან მუშაობა, ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, უძრავი ქონების ყიდვა, მშენებლობის, რემონტის დაწყება, გამოფენების მოწყობა, სიტყვით გამოსვლა, კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.

არარეკომენდებულია რთული პროექტების განხილვა. 

კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეები კარგია სალონში ვიზიტისთვის. თმა კარგად გაიზრდება და გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა.

არახელსაყრელი დღეა ნიღბების გასაკეთებლად.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა: კურო ნაყოფიერი ნიშანია. დასაშვებია მცენარეების დარგვა–გადარგვა, ფორმის მიცემა, მავნებლებთან (მღრღნელებთან) ბრძოლა.

უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დატენიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.

დეტალურად იხილეთ აქ>>

0