„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 11 ივნისს

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახუნდოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სიხარულიძის, ყურაშვილის, ბობ უოლშის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, მელქისედეკ პირველის, დეპოს, მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის "ა" მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ხევის, საინგილოს და შორაპნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0