თბილისის მერია

სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის პოსტი დატოვა

71
(განახლებულია 19:48 18.05.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის. მას მერის მოადგილის თანამდებობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკავა.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისის მერის სამი მოადგილიდან ერთ-ერთმა, სოფიო ხუნწარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. 

როგორც მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, ხუნწარიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულებას კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.

„თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში", — ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფიო ხუნწარია 1999 წლიდან სხვადასხვა ქართულ ტელეარხზე („იბერია“, „მზე“) ახალი ამბების წამყვანად მუშაობდა, ტელეკომპანია „იმედში“ იყო პროდიუსერი, ხელმძღვანელობდა კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურს. 2006 წლიდან იყო სარეკლამო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, 2012 წლიდან კი ტელეკომპანია „არტარეას“ ხელმძღვანელობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

71
თემები:
თბილისის მერია (201)
საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, შეზღუდვები დარჩა

საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, შეზღუდვები დარჩა

26
საქართველოში მოქმედება შეწყვიტა საგანგებო მდგომარეობამ, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესდა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაშია
საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, შეზღუდვები დარჩა

 

მიუხედავად იმისა, რომ საკომენდანტო საათი და საგანგებო მდგომარეობა გაუქდა და მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, სავაჭრო ობიექტებმა და სხვადასხვა კვების ობიექტებმა, ახალი კორონავირუსი COVID-19 არსად გამქრალა. დაინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება მცირე რაოდენობით.

ამასთან დაკავშირებით, კვლავ მოქმედებს სოციალური დისტანციისა და მაღაზიებსა და შენობებში ნიღბის ტარების წესები. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხაავენ, რომ, თუ სიტუაცია გაუარესდება, შეზღუდვები კვლავ გამკაცრდება.

26
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 2 ივნისს

43
(განახლებულია 09:51 02.06.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორიონების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, ასმათის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

43
თემები:
თბილისი დღეს
პრეზიდენტი კატერს მართავს

იცოდით რომ სალომე ზურაბიშვილი კატერს შესანიშნავად მართავს? - ვიდეო

0
(განახლებულია 00:45 02.06.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ზღვაზე მდებარე იახტკლუბში კატერს მართავს

„ცხოვრება მშვენიერია“ - უწერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალბატონია, რომელმაც საქართველოს სადავეები ხელში აიღო. გარდა ამისა, ის არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ორმაგი წარმოშობა აქვს - ქართული, და ფრანგული, გამოცდილი დიპლომატია,

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთა 59,52%-მა, 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩია.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა 1952 წელს. მისი ქართველი მშობლები 1921 წელს ემიგრირდნენ კავკასიის ამ პატარა ქვეყნიდან, სტალინის, იგივე იოსებ ჯუღაშვილის სამშობლოდან. მისი დიდი ბაბუა, ნიკო ნიკოლაძე, ცნობილი ლიბერალი მწერალი (1843-1928) იყო.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები