თბილისი, 18 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეღლეთის, ჟონეთის, გოლოვინის, კიკეთის, გალავნის, კიაშაურის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს და სომხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის III მიკრორაიონის III კვარტლის, მუხიანის აგარაკების და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გეგეჭკორის და ედიშერ მაღალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაშუკელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.