თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 მაისს

73
(განახლებულია 16:34 15.05.2020)
საქართველოს დედაქალაქში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 15, დღისით მაქსიმალური კი პლუს 24 გრადუსი იქნება.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში კვირას, 17 მაისს ღრუბლიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:38 საათზე ამოვა და 20:16 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 15, დღისით მაქსიმალური კი პლუს 24 გრადუსი იქნება.

ქარი წამში 10–15 მეტრით დაუბერავს, დროდადრო კი წამში 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

73
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

13
(განახლებულია 10:23 04.06.2020)
ქარი, მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს  პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

13
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 4 ივნისს

54
(განახლებულია 13:12 04.06.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის და ლერი ლაგურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანის დასახლების და ალეკო გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, გუთნის, წინანდალის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

54
თემები:
თბილისი დღეს
გიორგი გახარია

პრემიერი მთავრობის უპირველეს მიზნებს ასახელებს

0
(განახლებულია 15:04 04.06.2020)
მთავრობა პარლამენტში წარადგენს ანგარიშს საქართველოს ხელისუფლების გაწეული მუშაობის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლაში, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა დღესდღეობით – ესაა ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქეების სწრაფი დაბრუნება ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 4 ივნისს კორონავირუსის ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლისთვის მომავალში აუცილებელია დიდი სიფრთხილე და გონივრულობა.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა და სტრატეგიაა ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, მოქალაქეებისთვის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მათი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში, ასევე, სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციისა და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრებისა. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ეს რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფის და მისი გეოგრაფიის. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება“, – განაცხადა გახარიამ.

თავის გამოსვლაში პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს წერლობით ანგარიშს მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

„მოგეხსენებათ, ეს ღონისძიებები დაიწყო იანვრიდან და დასრულდა 22 მაისს. ჩვენ ზუსტად ამ პერიოდის სრული ანგარიში წერილობით მომზადებული გვაქვს, ეს გაეგზავნება დღეს პარლამენტსაც და აიტვირთება მთავრობის შესაბამის ვებგვერდებზე. მივიჩნევთ, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რა მოტივით, რა სქემით, რა სტრუქტურით იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რა იყო ამ გადაწყვეტილებების მოტივაცია და მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარის თქმით, დოკუმენტში გაანალიზებულია მთავრობისა და თითოეული უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯი, მიზეზ-შედეგებრივი კავშირი ეპიდემიურ სიტუაციასა და ეკონომიკურ განვითარებს შორის.

არსად წასვლას არ აპირებს: მმართველ პარტიაში ჭორებს პრემიერის გადადგომის შესახებ უარყოფენ>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

დღეის მდგომარეობით ახალი კორონავირუსი საქართველოში 801 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში