ილია ჭავჭავაძის გამზირი

კალაძე: მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაგრძელებისთვის

349
(განახლებულია 19:18 13.05.2020)
ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მერიის ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შედის, აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. როდესაც დარგის სპეციალისტები გადაწყვეტენ, მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაგრძელებისთვის, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს. 17-დან 27 აპრილამდე პერიოდში ასევე შეზღუდული იყო მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის ტაქსების გადაადგილება. ამ დროისთვის ეს აკრძალვა მოხსნილია.

კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტთან დაკავშირებით ბევრი ზარი შედის ცხელ ხაზზე.

„როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას, ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ჩვენ ველოდებით დარგის სპეციალისტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

349
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (319)

ქაოსი თუ სამოთხე: როგორ შეაფასეს თბილისელებმა განახლებული ჭავჭავაძე ვიდეო

180
(განახლებულია 19:35 07.08.2020)
გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირი ბოლო კვირაში თითქმის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა თბილისელებისთვის. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და რატომ გაიყო ქალაქის მოსახლეობის აზრი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გარემონტებასთან დაკავშირებით.

თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების ახალმა სქემამ უკვე მოახერხა მოწინააღმდეგეთა მთელი არმიის შეკრება. 

რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებები გზის ცენტრში განათავსეს.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები მათთვის გამოყოფილ რევერსულ ზოლებში გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ მომენტალურად გამოიწვია ავტომობილისტების უკმაყოფილება. გამზირის გახსნის პირველ დღეს თბილისი „გაჩერდა“ – გაჩნდა უზარმაზარი „საცობები“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის ჭავჭავაძეზე სიტუაცია გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება ქვეითებს, ისინი კმაყოფილი არიან, მათთვის საკმაოდ გაადვილდა და კომფორტული გახდა გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და ფეხითაც, რადგან გამზირზე უამრავი შუქნიშანი დამონტაჟდა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ – მეტროსა და ავტობუსების და უარი თქვას კერძო ტრანსპორტზე.

180
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 9 აგვისტოს

65
(განახლებულია 15:14 07.08.2020)
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 22 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური 35 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 9 აგვისტოს თბილისში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:04 საათზე ამოვა და 20:07 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 22, ხოლო დღისით მაქსიმალური კი 35 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

65
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე–ღამეში

0
გამოჯანმრთელდა 996 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7166, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 282 პაციენტია.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში სამით გაიზარდა და 1216-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7166, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 282 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში