თბილისის ანძა

ბიძინა ივანიშილის ფონდმა მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტისთვის 16 მილიონი გამოყო

73
(განახლებულია 21:38 08.05.2020)
თბილისის მერია მთაწმინდის ფერდობზე მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გეგმავს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქისთვის ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და მის მოსაგვარებლად მერიას მთელი რიგი ღონისძიებები აქვს დადეგმილი. ეს არის არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა.

„ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დღეს მსურს გაცნობოთ, რომ ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმების ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის, მთაწმინდის ფერდის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. იცით, რომ ჩვენ ეკოლოგიური მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ათეულობით წლების წინ დარგული ფიჭვები უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი უმეტესობა გამხმარია და საჭიროებს ჩანაცვლებას.

„ეს კონკრეტული, დღევანდელი ღონისძიება და შეთანხმება ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხსეზონიანად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტისთვის უკვე გამოყოფილია 16 მილიონი ლარი, რათა მოხდეს არსებული ხემცენარეების ჩანაცვლება და დაახლოებით 700 ჰექტარზე მთლიანად იქნება განახლებული, ჩანაცვლებული და მოწესრიგებული მთაწმინდის ფერდი.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა ამისა, 2020 წელს ქალაქის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რადგან თბილისს აქვს სრული პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და ის აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი.

73
თემები:
თბილისი დღეს (1624)
ავტომობილი პარკინგზე

მოქალაქეები „სითი პარკის“ გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

6
(განახლებულია 14:01 04.06.2020)
მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები,  რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე  და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეები ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებიან, განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გაბუნიას განცხადებით, ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება“, -აღნიშნა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მას საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს.

დღეიდან პარკირების სისტემას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გააკონტროლებს>>

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიასთან კონტრაქტი 2018 წლის 10 აპრილიდან  გაუქმდა, რის შემდეგაც მისი ფუნქციები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

6
თემები:
საქართველოს პარლამენტი
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

17
(განახლებულია 10:23 04.06.2020)
ქარი, მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს  პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

17
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში