თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 7 მაისს

101
(განახლებულია 14:35 07.05.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, ზემო მეტალურგიულის და რქაწითელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ომარ ხიზანიშვილის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

101
თემები:
თბილისი დღეს (1624)
ავტომობილი პარკინგზე

მოქალაქეები „სითი პარკის“ გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

16
(განახლებულია 14:01 04.06.2020)
მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები,  რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე  და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეები ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებიან, განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გაბუნიას განცხადებით, ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება“, -აღნიშნა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მას საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს.

დღეიდან პარკირების სისტემას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გააკონტროლებს>>

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიასთან კონტრაქტი 2018 წლის 10 აპრილიდან  გაუქმდა, რის შემდეგაც მისი ფუნქციები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

16
თემები:
საქართველოს პარლამენტი
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

18
(განახლებულია 15:54 04.06.2020)
ქარი, ნაწილობრივ მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

18
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
მეტროს მგზავრები პირბადეებით

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

0
(განახლებულია 14:45 04.06.2020)
საქართველო  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე კორონავირუსის ეპიდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევას ჩაატარებს

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. აუცილებელია დეტალური კვლევის ჩატარება კორნავირუსის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გავლენის კუთხით, რათა მოვემზადოთ პანდემიის მეორე ტალღისთვის, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მუშაობამ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშზე მთავრობის მიერ კრონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ნათლად აჩვენა, რომ ეს ძალზე კარგი შესაძლებლობაა სუსტი ადგილების გამოსავლენად.

პრემიერმა აღნიშნა რომ ეს ანგარიში საფუძვლად დაედება კვლევას, რათა პანდემიასთან ბრძოლა უფრო ეფექტური იყოს.

„იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის... გვინდა, გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „კოვიდ-19“-ის ვირუსის, ეპიდემიის ზეგავლენის შესახებ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე – სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ. თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, ჩვენ მას ვპასუხობთ ეფექტურად, რამეთუ ვმართავთ რისკებს, შესაბამისად უნდა გადავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო, რათა ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების ჩატარებაში მაქსიმალურად სწრაფ დროში“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა რომ ეს კვლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ უკეთ მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის, არამედ გავუზიაროთ საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორებსაც.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში