რემონტი შეჩერებულია: რა ბედი ელის კადეტთა კორპუსის შენობას

© Sputnik / Levan Avlabreliკადეტთა კორპუსის შენობა თბილისში
კადეტთა კორპუსის შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ პროექტისთვის თბილისის მერიამ 17 მილიონი ლარი გამოყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი შეჩერება და თანხის სხვა პრიორიტეტებზე დახარჯვა მოუხდა

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ისტორიული შენობის - ყოფილი კადეტთა კორპუსის რესტავრაცია შეჩერებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოთხშაბათს განუცხადა და აღნიშნა, რომ მერიას ბევრ პროექტზე მოუწევს უარის თქმა.

კალაძე: მიუხედავად პანდემიისა, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება >>

„თუ საჭირო იქნება, რომ მუნიციპალიტეტს ჩამოეჭრას გარკვეული თანხები, რომ მიმართული იყოს იმ პრიორიტეტებში, რომელიც დღეს გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი ვერ განხორციელდება. თუმცა, თუ ამის საჭიროება არ დადგება, ჩვენ ყველა იმ პროექტს განვახორციელებთ, რომელიც წლის დასაწყისში იყო გაცხადებული“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, კადეტთა კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია და სერიოზული რესტავრაცია სჭირდება.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს თბილისში, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. კადეტთა კორპუსი არის იმ მდგომარეობაში, სადაც ცხოვრება არ შეიძლება და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია და განახლება დაგეგმილია, ჩვენ ამაზე წლის დასაწყისში ვისაუბრეთ. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და როდესაც იქნება იმის საშუალება, რომ პროექტი განხორციელდეს, ეს პროექტი იქნება შესრულებული“, - განაცხადა კალაძემ.

ველოსიპედისტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ისინი ცოტანი მაინც არ არიან. ველობაიკერები ჯგუფებად იკრიბებიან და ერთად სეირნობენ - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩები და კორონავირუსი: როგორ შეიცვალა ქალაქი - ფოტო

თბილისის მერიამ 2020 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ ორი ისტორიული შენობის - ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის - აღდგენას აპირებდა.

რეაბილიტაციისას იგეგმებოდა დაზიანებული ნაწილების ნაცვლად აგურის კედლების ამოყვანა ძველებური იერით და საძირკველის გამაგრება.

ასევე კეთილმოეწყობა შენობის შიდა ეზო, შეიცვლება ძველი სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემები, ასფალტის საფარი. იგეგმება ტერიტორიის გამწვანება. პროექტი ქალაქის ბიუჯეტს 17 მილიონი ლარი დაუჯდება.

შენობა 150 წლისაა. თავდაპირველად აქ დაწყებითი სამხედრო სკოლა ფუნქციონირებდა, შემდეგ კადეტთა კორპუსი. 1918 წელს შენობა კომუნალურ საცხოვრებელ ნაგებობად გადაკეთდა. ამჟამად ის მეოთხე კატეგორიის ავარიულ შენობათა რიცხვს განეკუთვნება.

ყველა ახალი ამბავი
0