თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 7 მაისს

178
(განახლებულია 16:56 05.05.2020)
საქართველოს დედაქალაქში ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 12 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 20 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ხუთშაბათს, 7 მაისს ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

მზე 05:49 საათზე ამოვა და 20:05 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 12 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 20 გრადუსია მოსალოდნელი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრით დაუბერავს, დროდადრო კი 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

178
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

9
(განახლებულია 10:23 04.06.2020)
ქარი, მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს  პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

9
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 4 ივნისს

54
(განახლებულია 13:12 04.06.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის და ლერი ლაგურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანის დასახლების და ალეკო გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, გუთნის, წინანდალის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

54
თემები:
თბილისი დღეს
გამოცდების პერიოდი

ცნობილია, როდის ჩატარდება ერთიანი  ეროვნული გამოცდები

0
(განახლებულია 12:55 04.06.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი სადენზინფექციო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების შეძენას გეგმავს

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- აღნიშნულია  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარის გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისთვის კი – 266 250 ლარის. შესყიდვის ჯამური თანხა კი 1 676 270 ლარია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

„მშვიდობით, სკოლა!" – დღეს XII კლასელებმა სკოლა დაამთავრეს>>

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 ათასზე მეტს შეადგენს, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში