მეიდანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 მაისს

119
(განახლებულია 16:22 04.05.2020)
საქართველოს დედაქალაქში ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 15 გრადუსი, დღისით მაქსიმალური პლუს 22 გრადუსი იქნება.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 6 მაისს თბილ ამინდს ვარაუდობენ. თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.

მზე 05:50 საათზე ამოვა და 20:04 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 15 გრადუსი, დღისით მაქსიმალური პლუს 22 გრადუსი იქნება. 

ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროდადრო კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

119
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
ავტომობილი პარკინგზე

მოქალაქეები „სითი პარკის“ გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

18
(განახლებულია 14:01 04.06.2020)
მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები,  რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე  და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეები ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებიან, განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გაბუნიას განცხადებით, ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება“, -აღნიშნა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მას საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს.

დღეიდან პარკირების სისტემას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გააკონტროლებს>>

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიასთან კონტრაქტი 2018 წლის 10 აპრილიდან  გაუქმდა, რის შემდეგაც მისი ფუნქციები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

18
თემები:
საქართველოს პარლამენტი
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

19
(განახლებულია 15:54 04.06.2020)
ქარი, ნაწილობრივ მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

19
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძეს მომავალი შვილის მამამ უზარმაზარი ვარდები აჩუქა- როგორ გამოიყურება წყვილი?

0
(განახლებულია 16:15 04.06.2020)
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია. შვილის მამასთან დაშორებისა და დიდი პაუზის შემდეგ მან მორიგი სიყვარული იპოვა. როგორ გამოიყურება სკანდალური ფოტომოდელის პარტნიორი?

დრამატულად დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობების მიუხედავად, თამო ვაშალომიძე საკუთარ თავში ძალას პოულობს და ცხოვრებას თავიდან იწყებს. რამდენიმე წლის წინ თამოს საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი შეუყვარდა, რომელმაც არ ისურვა კამერების წინაშე გამოჩენა. ცოტა ხნის შემდეგ, ფოტომოდელმა აღნიშნა, რომ საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა იმის გამო დაეძაბა, რომ მას ოჯახის- ცოლი და შვილი ჰყავს.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, სკანდალურმა თამომ მამაკაცს ქალიშვილი სოფია აჩუქა. მათი ურთიერთობა მყარი არ გამოდგა. წყვილის სიყვარული პატარა სოფია დაბადებამაც არ გაამყარა. მამაკაცი პირველ ცოლსა და ოჯახს დაუბრუნდა. თამომ კი, ახალი სიყვარულის ძიება დაიწყო. წყვილი ერთად რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მამაკაცის გარეგნობამ უამრავი ქალბატონი აღაფრთოვანა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი კამერებს არ უშინდება და მათ მალე ქართული ტელესივრცის რეიტინგულ გადაცემებში ვიხილავთ.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

ასეთი გულახდილი სიტყვებით ეხმაურებიან თამოს აქტიური „ფოლოვერები“ ახალ მეორე ნახევართან ერთად გამოჩენას - „ახლა გავგიჟდები! თქვენი შვილი იქნება სასწაულად ლამაზი. გილოცავთ კიდევ ერთხელ!“, „რა კარგები ხართ! უბედნიერესია ეგ ბიჭი!“, „თამო, ეს ის არის ამდენი ხანი რომ ველოდებით გამოჩენას?“, „გილოცავ ძვირფასო და ლამაზო თამო! შენ დიდ ბედნიერებას იმსახურებ!“

View this post on Instagram

#stayhome 💞🥰

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს ხვდებია, ერთმანეთს მოულოდნელად შეხვდნენ და შეუყვარდათ. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამო მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. შეყვარებული ქალის განებივრება სურათებზეც შეიმჩნევა. აკა სამხარაძესთან ერთად გამოქვეყნებულ უკანასკნელ ფოტოზე კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება საყვარელი ქალისადმი. ახალგაზრდა ბიზნესმენა ფოტომოდელს წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული უსახსოვრა. აშკარაა, რომ ვაშალომიძე ახლა განსაკუთრებულად ბედნიერია.

რამდენიმე თვეა თამო ვაშალომიძე საზოგადოებას სექსუალური ხასიათის ფოტოებს აღარ უზიარებს. ამჯერად ფანების ყურადღება არა მისმა მკერდმა, ან დაზღვეულმა უკანალმა, არამედ გაუჩინარებამ და დროებითმა პაუზამ მიიქცია. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მისი ახალი პარტნიორია. სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია. საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს გულახდილად მოჰფინა ნათელი, საზოგადოებამ კი მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება