„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 4 მაისს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის, კონსტანტინე ანდრიაძის, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს, ბახტრიონის, კოსტავას (ნაწილობრივ), კუტუზოვის, გამრეკელის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0