თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 3 მაისს

68
(განახლებულია 15:37 01.05.2020)
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 13 გრადუსი, დღისით კი მაქსიმალური პლუს 21 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილისი, 1 მაისი – Sputnk. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 3 მაისს ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მზე 05:54 საათზე ამოვა და 20:01 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 13 გრადუსი, დღისით კი მაქსიმალური პლუს 21 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.

68
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)
ავტომობილი პარკინგზე

მოქალაქეები „სითი პარკის“ გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

4
(განახლებულია 14:01 04.06.2020)
მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები,  რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე  და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეები ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებიან, განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გაბუნიას განცხადებით, ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება“, -აღნიშნა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მას საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს.

დღეიდან პარკირების სისტემას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გააკონტროლებს>>

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიასთან კონტრაქტი 2018 წლის 10 აპრილიდან  გაუქმდა, რის შემდეგაც მისი ფუნქციები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

4
თემები:
საქართველოს პარლამენტი
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

17
(განახლებულია 10:23 04.06.2020)
ქარი, მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს  პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

17
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (408)