თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ანდრო ბიწაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის და აბულის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.