თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 აპრილს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.