„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 27 აპრილს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 აპრილს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და არტურ ლაისტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, ფაბრიკის, მეფე სოლომონ II, შოთა ნიშნიანიძის, ორთაჭალის, შავნაბადას, ალგეთის, დიმიტრი გულიას, გულუას, იოსებ გრიშაშვილის, გორგასალის, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელას, ცურტაველის, წინანაურის, ნადიკვარის, ფერიცვალების, უსახელოურის, საბატონოს, ხეივანის, ახალი ხეივნის, დიდი ხეივნის 1, 2, 3 ქუჩების, გაბრიელ ეპისკოპოსის, ბარათაშვილის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0